ამობეჭდვა

მიმდინარე წლის 6 დეკემბერს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, ჩატარდა შეხვედრა კოლეჯის პროფესიული განათლების მასწავლებლებთან. შეხვედრის ძირითადი თემა გახლდათ – პერსონალის საქმიანობის შეფასების მექანიზმები სასწავლო პროცესის მართვაში. თემატიკის ფარგლებში განხილული იყო, ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმების მიხედვით, კვლევის სამიზნე ჯგუფებიდან მიღებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე გამოკვეთილი ძირითადი მიგნებები. გარდა ამისა, პროფესიულმა განათლების მასწავლებლებმა განახორციელეს გამოცდილების ურთიერთგაზიარება სწავლება-სწავლება და შეფასების ნაწილში, ასევე ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება.