ამობეჭდვა

მიმდინარე წლის 25 ნოემბერს საშემოდგომო მიღების პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი დაიწყო.

პროფესიულ სტუდენტებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. სტუდენტებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს კოლეჯის დირექტორმა, დირექტორის მოადგილემ, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა და პროფესიული განათლების მასწავლებლებმა.

შეხვედრაზე განხილული იყო სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი, სასწავლო შინაგანაწესი, შესაბამისი პროგრამის სასწავლო გეგმა, განხორციელების მექანიზმები, სასწავლო ცხრილი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

შეხვედრის ბოლოს პროფესიულ სტუდენტებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.