მიმდინარე წლის 22-24 ნოემბერს, სასტუმროში „ყვარლის ტბა“ საქართველოს კარიტასის ორგანიზებით ჩატარდა სამუშაო შეხვედრა. შეხვედრა მიეძღვნა საექთნო განათლების პროგრამაში განსახორციელებელ ცვლილებებს. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს კარიტასის და „საექთნო საქმის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლები. შპს ბარაკონიდან აღნიშნულ სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ კოლეჯის დირექტორი გიორგი ფოფხაძე, დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში ნინო ბოკერია და საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული მასწავლებელი ნინო კაკაბაძე.
ორდღიანი სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ საექთნო განათლების პროფესიული განათლების სტანდარტის განვითარებასთან დაკავშირებით აქტიურად ითანამშრომლებენ მომავალშიც. შეხვედრაზე საზეიმოდ აღინიშნა საქართველოს კარიტასის და კერძო კოლეჯების ასოციაციის თანამშრომლობის 10 წლის იუბილე. ათწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის საქართველოს კარიტასმა შპს ბარაკონს სპეციალური ჯილდო გადასცა.
კოლეჯი ბარაკონი მადლობას უხდის საქართველოს კარიტასს, ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის ორგანიზებისთვის.