საქართველოში ამოქმედდა ექთნებისა და მეან-ექთნების ერთიანი სახელმწიფო რეესტრი, რომელიც კანონით ჯანმრთელობის დაცვის შესახებ არის განსაზღვრული და გულისხმობს აღნიშნული პროფესიის მქონე პირებისთვის სახელმწიფო სერტიფიკატისა და რეგისტრაციის მოწმობის გაცემის გზით მონაცემთა ერთიანი, სრული ბაზის შექმნას.
2026 წლის 26 იანვრიდან აღნიშნულ რეესტრში დარეგისტრირება და შესაბამისი სააგენტოს მიერ გაცემული სახელმწიფო სერტიფიკატის და რეგისტრაციის მოწმობის ფლობა სავალდებულოა ყველა მოქმედი ექთნისა და მეან-ექთნისთვის თუ ისინი აღნიშნული მიმართულებით საქმიანობის გაგრძელებას ან დაწყებას გეგმავენ.
რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად, სპეციალური პორტალის საშუალებით. რეესტრში შეტანილი მონაცემების დამუშავებას ახორციელებს სააგენტო.
ვინაიდან, შესაბამისი საქმიანობის უფლების მინიჭების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველია მაძიებლის მიერ დოკუმენტაციის/მონაცემების სრულყოფილად წარდგენა, კოლეჯი მოუწოდებს თავის კურსდამთავრებულებს, არ გადადონ პროცესი და გაიარონ რეგისტრაცია დროულად.
2027 წლის 1 ივლისიდან ექთნის ან მეან-ექთნის საქმიანობა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე კანონით აიკრძალება.
რეგისტრაცია ნიშნავს:
საქმიანობის კანონიერ უფლებას;
პროფესიული სტატუსის ოფიციალურ დადასტურებას;
კარიერულ და სამართლებრივ უსაფრთხოებას;
მუდმივი პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
რეგისტრაცია გაიარეთ აქ:





