2026 წლის 2 თებერვალს, პროგრამის „უსაფრთხო ონლაინი: უსაფრთხოების ხელშეწყობა და ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში“ ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა საქართველოს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან.

პროექტის მენეჯერმა, ნინო ჩუბინიძემ წარადგინა უსაფრთხო ონლაინის პოლიტიკის პროექტი, რომელიც „უსაფრთხო ონლაინისა“ და კოლეჯ „ბარაკონის“ თანამშრომლობით შემუშავდა. პოლიტიკის მიზანია პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ციფრული უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა და გაძლიერება.

მადლობას ვუხდით შეხვედრაში მონაწილე პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს აქტიური ჩართულობისთვისა და თანამშრომლობისთვის.

print