ამობეჭდვა

30 მაისს, პროგრამის „უსაფრთხო ონლაინი: უსაფრთხოების ხელშეწყობა და ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში“ ფარგლებში კოლეჯ „ბარაკონში“ გაიმართა ორი შეხვედრა.

პროგრამის ოფიცერმა, თამარ ჟღენტმა ჩაატარა ტრენინგი თემაზე: „ონალინ ძალადობა და სმარტფონის დაცვა“.

ტრენინგზე განიხილებოდა შემდეგი საკითხები:

ონალინ ძალადობის დეფინიცია;

ონლაინ ძალადობის ფორმები;

ონალინ ძალადობისგან თავდაცვის გზები.

ტრენინგი მოიცავდა პრაქტიკულ ნაწილსაც: მონაწილეებმა, პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით, გაიგეს, როგორ უნდა დაიცვან სმარტფონი, ისწავლეს, რა ფუნქციები აქვს სმარტფონის პარამეტრებს, როგორ უნდა მართონ აპლიკაციების კონფიდენციალურობა და ისარგებლონ სმარტფონის პოვნის ფუნქციით.