მიმდინარე წლის 05 ივნისს, კოლეჯ ბარაკონში კომპანია „გეფას“ წარმომადგენელთა ვიზიტი გაიმართა. გეფას თანამშრომლებმა ფარმაციის (სააფთიაქო) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულ სტუდენტებს კომპანიაში არსებული სიახლეების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, შიდა ვაკანსიებისა და ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა შესთავაზეს და ბონუსების სისტემა გააცნეს. აღინიშნა, რომ კომპანიაში დასაქმებული პროფესიული სტუდენტებისთვის შესაძლებელია სასწავლო პროცესთან შეთავსებადი გრაფიკის მორგება. კომპანიის წარმომადგენლებმა კოლეჯის პროფესიულ სტუდენტებს ასევე კარიერული ზრდის შესაძლებლობები გააცნეს.
შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიურ ფორმატში. პროფესიულმა სტუდენტებმა დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები და შეავსეს ვაკანსიის ბარათები. შეხვედრის ბოლოს, მათ კომპანიის ბრენდირებული საჩუქრები გადაეცათ.
შეხვედრის ბოლოს კომპანია ,,გეფას” წარმომადგენლები და კოლეჯის ადმინისტრაცია შეთანხმდნენ სამომავლოდ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე. კერძოდ, ფარმაციის (სააფთიაქო) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ერთობლივი ძალებით უზრუნველყონ ჯანდაცვის სფეროსთვის კონკურენტუნარიანი და კვალიფიკაციური კადრების აღზრდა და მათი დასაქმების ხელშეწყობა. ამ მიზნით გადაწყდა მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმება.