ამობეჭდვა

მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, კოლეჯის პროფესიულ სტუდენტებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებთან დაკავშირებით, შეხვედრა ჩატარდა. კოლეჯი, თავისი ვალდებულებებიდან გამომდინარე, მუდმივად ზრუნავს სწავლისთვის უსაფრთხო პირობების შექმნაზე. ამ მიზნით, პერიოდულად ტარდება ინსტრუქტაჟი პროფესიული სტუდენტებისთვის უსაფრთხოების ტექნიკის, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვისა და სხვა წესების შესახებ.

ინსტრუქტაჟი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტმა გიორგი ფოფხაძემ ჩაატარა.