მიმდიმარე წლის 31 ოქტომბერს, ექსტრაკურიკულური აქტივობების ფარგლებში კოლეჯ ბარაკონის პროფესიული სტუდენტები, იმყოფებოდნენ ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმში.
პროფესიულ სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ დარბაზებში გამოფენილ 300-ზე მეტი უნიკალურ ექსპონატს. მათ შორის, პრეისტორიული ხანის (15 მილიონი წლის წინანდელი), ბრინჯაოს ხანის, ანტიკური და ქრისტიანული პერიოდის, რენესანსის პერიოდის მასალებს. საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იყო ასევე ქართული სამედიცინო ხელნაწერები , ქართული ხალხური მედიცინის იარაღები და XIX – XX საუკუნის დიდი ქართველი ექიმების საარქივო მასალები.