პროფესიულ განათლებაში ექსტრაკურიკულური აქტივობების დანერგვისა და განვითარების კონკურსის ფარგლებში გაიხსნა „პროფესიული განათლების სპორტული ფესტივალი ჯანსაღი ცხოვრება და თანასწორობა 2025“!
ფესტივალის ორგანიზატორები არიან სსიპ „ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი“ და სსიპ კოლეჯი „მოდუსი“. პროექტის მხარდამჭერია ააიპ პროფესიული უნარების სააგენტო.
სპორტულ ფესტივალში მონაწილეობას იღებს 40 გუნდი და 350 პროფესიული სტუდენტი მთელი საქართველოს პროფესიული კოლეჯებიდან, რომელთა შორისაა კოლეჯი ბარაკონიც.
ფესტივალი მიზნად ისახავს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, არაფორმალური განათლების გზით პროფესიულ სტუდენტთა მხარდაჭერასა და მათი აქტივობების ზრდას.
მსგავსი სპორტული აქტივობები მნიშვნელოვანეს როლს ასრულებს პროფესიული სტუდენტების ცხოვრებაში.