მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა ონლაინ შეხვედრა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა საჯარო სკოლებში პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში 2017-19 წლებში განხორციელებული საორიენტაციო კურსების აღდგენამდე, რომელიც 2022 წლის შემოდგომის სემესტრში იგეგმება, კომისიის მუშაობის ახალი წესისა და განაცხადის ახალი ფორმების გაცნობა.
მიმდინარე წლის 26 ივლისს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერება. შეხვედრა ჩატარდა Zoom – ის ელექტრონული სისტემის გამოყენებით.
მიმდინარე წლის 21 ივლისს, პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ ორგანიზებული უნარების კვირეულის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა პროფესიულ განათლებაში კარიერის მართვის სერვისების როლსა და განვითარების პერსპექტივების განხილვას დაეთმო. კონფერენციის მიზანი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების კარიერის მართვის სპეციალისტებისთვის სერვისების განვითარების ძირითადი მიმართულებების გაცნობა და მათი ხედვის მოსმენა იყო.
კოლეჯის ორგანიზებით პირველი სტუდენტური კონფერენცია ჩატარდა, რომლის მიზანსაც პროფესიულ სტუდენტთა მიერ სწავლის პროცესში მიღებული ცოდნის სისტემატიზაცია, დარგობრივი ცოდნისა და შემოქმედებითი უნარების გამოვლენა წარმოადგენდა.
მიმდინარე წლის 20 ივლისს, პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით, უნარების კვირეულის ფარგლებში დარგობრივი უნარების ორგანიზაციების კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მიზანს დარგობრივი უნარების ორგანიზაციების (დუო) ჩამოყალიბების პროცესისა და პირველი შედეგების გაცნობა წარმოადგენდა.
პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით უნარების კვირეული მიმდინარეობს. კვირეულის ფარგლებში პროფესიული განათლების სისტემის განვითარებაზე ორიენტირებული თემატური კონფერენცია ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა დაინტერესებული მხარე იღებდა, მათ შორის კოლეჯი ბარაკონის წარმომადგენლებიც.
მიმდინარე წლის 18 ივლისს, გაიმართა ვერიფიკაციის ჯგუფის სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ვერიფიკაციის პროცესში წარმოშობილი პრობლემების იდენტიფიცირება, ჯგუფის წევრების კითხვებზე პასუხის გაცემა და ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება.
მიმდინარე წლის 13 ივლისს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა პროფესიული განათლების მასწავლებლებთან და პრაქტიკის ინსტრუქტორებთან. შეხვედრის ფარგლებში იმსჯელეს სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესზე, მისგან გამომდინარე მასწავლებელთა და პრაქტიკის ინსტრუქტორთა ფუნქცია-მოვალეობებზე და სასწავლო პროცესში წამოჭრილ მნიშვნელოვან საკითხებზე.
2022 წლის 12 ივლისს საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა ,,პროფესიული განათლებით დასაქმების ფორუმი’’. ფორუმზე მიწვეული იყვნენ კერძო და სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სადიპლომო და სასერტიფიკატო პროგრამების სხვადასხვა მიმართულების კურსდამთავრებულები.
მიმდინარე წლის 7 ივლისს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა პროფესიული განათლების მასწავლებლებთან და პრაქტიკის ინსტრუქტორებთან. შეხვედრის ფარგლებში იმსჯელეს მასწავლებელთა და ინსტრუქტორთა ფუნქცია-მოვალეობებზე და სასწავლო პროცესში წამოჭრილ მნიშვნელოვან საკითხებზე.