ყველა

07.09.16 ინფორმაცია მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეთათვის

12 სექტემბერს იწყება სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეთათვის სასწავლო პროცესი. გთხოვთ, ორშაბათს, 10 საათზე მობრძანდეთ კოლეჯში შემდეგ მისამართზე: თბილისი, ბუდაპეშტის (ფანჯიკიძის) ქ. 1ბ, მესამე სართული (მეტრო სამედიცინო უნივერსიტეტთან). დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: ტელ: 577 462 402

ვრცლად

22.08.16 მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მსურველთა რეგისტრაცია

დაიწყო სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ვაუჩერით სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მსურველთა რეგისტრაცია. პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ 16 წლის ზემოთ საქართველოს მოქალაქეები ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან, ან დარეგისტრირდებიან სამუშაოს მაძიებლად სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად შრომის  ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაwww.worknet.gov.ge -ზე და თანახმა არიან, უფასოდ გაიარონ…

ვრცლად

31.05.16 ინფორმაცია ატესტატების გაცემის შესახებ

ატესტატების გაცემა სკოლადამთავრებულთათვის 20 ივნისისთვის დაიწყება.  იხილეთ  ინფორმაცია ლინკზე –  http://edu.aris.ge/news/atestatebis-gacema-2016-wlis-skoladamtavrebultatvis-20-ivnisistvis-daiwyeba-procedurebi.html 

ვრცლად

20.03.16 დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე

დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღესთან დაკავშირებით, კოლეჯის თანამშრომელთა და სტუდენტთათვის 21 მარტს ჩატარდება ლექცია თემაზე -,,ინკლუზიური გარემოს მნიშვნელობა”.ლექცია დაიწყება 16.00 საათზე. დასწრება თავისუფალია.

ვრცლად

16.03.16 ვიზიტი ეროვნულ არქივში

ოფისის მენეჯერის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები, პროგრამის სასწავლო პრაქტიკის ფარგლებში, ეროვნულ არქივს სტუმრობდნენ. ვიზიტის დროს სტუდენტები შეხვდნენ კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორს ბატონ გიორგი კაკაბაძეს, ესფ ფორმირებისა და საქმისწარმოების განყოფილების უფროსს ქალბატონ დალი ეჯიბიძეს, ისტორიული არქივის ხელმძღვანელს ქალბატონ მანანა ჭუმბურიძეს და არქივის სხვა თანამშრომლებს. გაეცნენ ეროვნული არქივის სტრუქტურას, მუშაობის წესებს. მიიღეს მათთვის საინტერესო ინფორმაცია.      

ვრცლად

11.01.16 მიღება პროფესიულ პროგრამებზე

ცხადდება სწავლის მსურველთა საბუთების მიღება  პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ცხადდება სწავლის მსურველთა საბუთების მიღება შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: პრაქტიკოსი ექთანი , ექთნის თანაშემწე , მასაჟისტი , კბილის ტექნიკოსი , ფარმაცევტის თანაშემწე , ბუღალტერი , ოფისის მენეჯერი(მდივან-რეფერენტი) , ინფორმაციული ტექნოლოგი , კომპიუტერული გრაფიკოსი . საბუთების მიღების ვადა: 2016 წლის 11 იანვრი – 201 6 წლის 14 მარტი. სწავლა აღნიშნულ პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის…

ვრცლად

10.12.15 საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტი „სტუდენტები თვითმმართველობისთვის“

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის ორგანიზებით განხორციელდა საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტი „სტუდენტები თვითმმართველობისთვის“. პროექტის ფარგლებში, საბურთალოს რაიონში მდებარე უმაღლეს სასწავლებელთა სტუდენტებმა ბაკურიანში სასტუმრო „თრიალეთი პალასში“ 2-დან 6 დეკემბრის ჩათვლით სპეციალური კურსი გაიარეს. საგანმანათლებლო-შემეცნებით პროექტში უმაღლეს სასწავლებლების სტუდენტებთან ერთად კოლეჯ ბარაკონის ორი სტუდენტი, ნატალია კარიჭაშვილი და სოფიკო კევლიშვილი, მონაწილეობდა. კურსის დასკვნით ეტაპზე მონაწილეებმა გუნდური პროექტები წარადგინეს. საუკეთესო პროექტის ავტორები გახდნენ ჩვენი კოლეჯის…

ვრცლად

12.10.15 სწავლის მსურველთა რეგისტრაციის ვადა – 30 ოქტომბერი

სწავლის მსურველთა დაბუთების მიღებისა და რეგისტრაციის ვადა გრძელდება 30 ოქტომბრამდე. სწავლის დაწყების თარიღია 2 ნოემბერი.

ვრცლად

18.09.15. ახალი სასწავლო წელი იწყება

ბარაკონში ახალი სასწავლო წელი იწყება! ძვირფასო სტუდენტებო,გილოცვათ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ წარმატებებს და გელოდებით ყველას21 სექტემბერს 10 საათზე

ვრცლად