ყველა

ქართული ენის მოდულებთან დაკავშირებით შეხვედრა

ქართული ენის მოდულებთან დაკავშირებით შეხვედრა

18 სექტემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა ქართული ენის ზოგად მოდულთან დაკავშირებით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.

ვრცლად

ავტორიზაციის განახლებული სტანდარტების პროექტის საჯარო განხილვა

ავტორიზაციის განახლებული სტანდარტების პროექტის საჯარო განხილვა

18 სექტემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივით პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის განახლებული სტანდარტების პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა . შეხვედრას კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა შპს ბარაკონის დი რექტორი გიორგი ფოფხაძე. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს სტანდარტების პროექტი . მონაწილე მხარეე ბმა წარმოდგენილი დოკუმენტის შესახებ იმსჯელეს . დაწესებულებების წარმომადგენლებმა თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს პროფესიული განათლების ხარისხის…

ვრცლად

მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის ექსპერტის ვიზიტი

2017 წლის 13 სექტემბერს შპს ბარაკონში პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების და მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის ექსპერტის ქალბატონ თეა ოსეფაშვილის ვიზიტი განხორციელდა. ქალბატონი თეა შეხვდა შეხვდა კოლეჯის დირექტორს ბატონ გიორგი ფოფხაძეს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს. კოლეჯის თანამშრომლებმა მიიღეს კონსულტაცია მათთვის საინტერესო და საჭირო საკითხებზე. კოლეჯი მადლობას უხდის სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და ქალბატონ თეას მხარდაჭერისთვის .

ვრცლად

მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის ექსპერტის ვიზიტი

მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის ექსპერტის ვიზიტი

2017 წლის 22 და 23 აგვისტოს შპს ბარაკონში პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების და   მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის ექსპერტის ქალბატონ თეა ოსეფაშვილის ვიზიტი განხორციელდა, რომელიც შეხვდა კოლეჯის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. კოლეჯის წარმომადგენლები გაეცნენ სატრენინგო მასალებს,   მიიღეს კონსულტაცია მათთვის საინტერესო და საჭირო საკითხებზე და დასახეს მომავალი შეხვედრისთვის განსახილველი საკითხები.   კოლეჯი მადლობას უხდის სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და ქალბატონ…

ვრცლად

19.06.17 სტუდენტთა ვიზიტი ეროვნულ არქივში

19.06.17 სტუდენტთა ვიზიტი ეროვნულ არქივში

16 ივნისს ოფისის მენეჯერის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები, პროგრამის სასწავლო პრაქტიკის ფარგლებში, ეროვნულ არქივს სტუმრობდნენ.სტუდენტები გაეცნენ ეროვნული არქივის სტრუქტურას, მუშაობის წესებს. მიიღეს მათთვის საინტერესო ინფორმაცია. ექსკურსიის დროს  გიდმა მათ აჩვენა ედისონის ცვილის ლილვაკი, რომელზეც დატანილია პირველი აუდიო ჩანაწერი -1901 წლის კავსაძის გუნდი. აღინიშნა, რომ ასეთი სულ 5 კოლექციაა საქართველოში. სტუდენტებმა ასევე დაათვალიერეს ქართველ მეფეთა ხელნაწერები. მათ შორის თამარ მეფის და…

ვრცლად

09.06.17 სემინარი მოდულური პროგრამების დანერგვის პროცესების მიმდინარეობის საკითხებზე

09.06.17 სემინარი მოდულური პროგრამების დანერგვის პროცესების მიმდინარეობის საკითხებზე

5 ივნისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა სემინარი პროგრამის შემუშავებასა და ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირების შესაძლებლობების გაძლიერებისა და მოდულური პროგრამების დანერგვის პროცესების მიმდინარეობის საკითხებზე.   

ვრცლად

08.06.17 მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის სპეციალისტის ვიზიტი

08.06.17 მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის სპეციალისტის ვიზიტი

2017 წლის 6 და 7 ივნისს შპს ბარაკონში მოდულური პროგრამების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით იმყოფებოდა მხარდაჭერის ექსპერტი ია ფირანიშვილი-გიგიბერია, რომელიც შეხვდა როგორც კოლეჯის ადმინისტრაციას ასევე პროფესიული განათლების მასწავლებლებს. შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა, კოლეჯმა მიიღო კონსულტაცია მისთვის საინტერესო და საჭირო საკითხებზე. ასევე დაისახა მომავალი შეხვედრისთვის განსახილველი საკითხები. კოლეჯი მადლობას უხდის ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და ქალბატონ იას მხარდაჭერისათვის.

ვრცლად

30.05.17 ჩემპიონატი „ბუშტებით ფეხბურთში“

30.05.17 ჩემპიონატი „ბუშტებით ფეხბურთში“

საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით 25, 26 და 27 მაისს ჩატარდა ჩემპიონატი „ბუშტებით ფეხბურთში“, ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო 11 კოლეჯის პროფესიულ სტუდენტთა გუნდმა.შეხვედრებმა მხიარულ ვითარებაში ჩაიარა.ბარაკონის გუნდმა ერთი შეხვედრა მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ერთი შეხვედრა წააგო. საბოლოო ჯამში პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვა ბიზნესის და ტექნოლოგიების აკადემიამ, მეორე ადგილზე გავიდა საზოგადოებრივი კოლეჯი თბილისის #1 სამედიცინო სასწავლებლის გუნდი, ხოლო მესამე საპრიზო ადგილი…

ვრცლად

10.05.17 ფარმაცევტის თანაშემწის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების ველზე გასვლა

სასწავლო პრაქტიკის ფარგლებში ფარმაცევტის თანაშემწის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის I სასწავლო წლის პროფესიული სტუდენტები იმყოფებოდნენ მარტყოფსა და რკონში. შეაგროვეს სხვადასხვა სამკურნალო მცენარეები ჰერბარიუმისთვის.

ვრცლად