ყველა

სასწავლო პროცესის შეჩერების ვადის გახანგრძლივების შესახებ

სასწავლო პროცესის შეჩერების ვადის გახანგრძლივების შესახებ

 „ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 მარტის №434 განკარგულებაში ცვლილებები შევიდა 11 მარტის N501 განკარგულებით, რომლის მიხედვითაც სასწავლო პროცესის შეჩერების ვადა გახანგრძლივდა 2020 წლის 1 აპრილამდე.

ვრცლად

სასწავლო პროცესის შეჩერების შესახებ

სასწავლო პროცესის შეჩერების შესახებ

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ მთავრობამ 2 მარტს გამოსცა განკარგულება (№434) საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო თუ კერძო სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის შეწყვეტის შესახებ. პრემიერის ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, 4 მარტიდან 16 მარტამდე საქართველოს მასშტაბით ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.

ვრცლად

საკონსულტაციო შეხვედრა 

საკონსულტაციო შეხვედრა 

25 თებერვალს, გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა პროფესიული განათლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების საგრანტო პროექტის ფარგლებში. პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და კარგი მმართველობის ფონდის  (GGF) მხარდაჭერით. 

ვრცლად

ტრენინგი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვასთან დაკავშირებით

ტრენინგი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვასთან დაკავშირებით

14-15 თებერვლს განხორციელდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვასთან დაკავშირებით შეხვედრა. ავტორიზაციის დებულებაში ახლახანს განხორციელებული ცვლილებები შესაძლებლობას აძლევს კოლეჯებს მოახდინონ ზოგადი განათლების სწავლის შედეგების ინტეგრირება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში, რომელთა დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს სკოლაში დაბრუნების გარეშე შეეძლებათ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელება.

ვრცლად

შეხვედრა კოლეჯის დირექტორებთან

შეხვედრა კოლეჯის დირექტორებთან

6 თებერვალს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მახარაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების – კოლეჯების დირექტორებთან. შეხვედრის მიზანს პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში 2020 წელს დაგეგმილი ძირითადი სიახლეების გაცნობა წარმოადგენდა.

ვრცლად

სამუშაო შეხვედრა დიპლომის დანართის შევსებასთან დაკავშირებით

სამუშაო შეხვედრა დიპლომის დანართის შევსებასთან დაკავშირებით

27 იანვარს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის დანართის შევსების პრინციპებთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდნენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები.

ვრცლად

სტუდენტური საახალწლო ღონისძიება

სტუდენტური საახალწლო ღონისძიება

2019 წლის 24 დეკემბერს, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ხელმძღვანელობით სტუდენტური საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც ჩართული იყო როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში არსებული კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა პროფესიული სტუდენტების დაახლოება და სტუდენტური თვითშემოქმედების წახალისება.

ვრცლად

შემაჯამებელი კონფერენცია

შემაჯამებელი კონფერენცია

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ მიმდინარე წლის 24 დეკემბერს ჩაატარა 2019 წლის შემაჯამებელი კონფერენცია. აღნიშნული ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების, არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის.

ვრცლად

ექთნების დასაქმების პროგრამა გერმანიაში

ექთნების დასაქმების პროგრამა გერმანიაში

17 დეკემბერს, გერმანიაში დასაქმების შესახებ საექთნო საქმის საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულ სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა გერმანული კომპანიის წარმომადგენლებს პროფესიული სტუდენტებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია სწავლისა და მუშაობის შესახებ.

ვრცლად

სამუშაო შეხვედრა

სამუშაო შეხვედრა

16 დეკემბერს, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ინიციატივით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურსა და კერძო კოლეჯების წარმომადგენლებს შორის პროფესიული სტუდენტის შეფასების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ვრცლად