მიმდინარე წლის 30 მაისს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოყენებული ფორმების პროექტების საჯარო განხილვა.
მიმდინარე წლის 18 მაისს, ფარმაციის (სააფთიაქო) საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტები შეხვდნენ სააფთიაქო ქსელის იმპექსი აფთიაქი • IMPEX Pharmacy ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს.
მიმდინარე წლის 10 მაისს, ფარმაციის (სააფთიაქო) საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტები შეხვდნენ შპს „იბერიფარმა +“-ის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს. შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. პროფესიულმა სტუდენტებმა მიიღეს მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია დასაქმებასთან დაკავშირებით.
დაიწყო ონლაინ რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. რეგისტრაციისთვის შეგიძლია ეწვიო ბმულს: www.vet.emis.ge
მიმდინარე წლის 8 აპრილს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენლების მიერ გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.
მიმდინარე წლის 21 მარტს, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს 2022 წლის მიღების გეგმა-გრაფიკი.
მიმდინარე წლის 18 მარტს, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს 2022 წლის მიღების გეგმა-გრაფიკი.
მიმდინარე წლის 15 მარტს, ფარმაცევტული კომპანიის “იმპექსფარმი” და “შპს ბარაკონი”-ს წარმომადგენლებს შორის, მომავალი თანამშრომლობის მიზნით, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა თანამშრომლობის მნიშვნელობას როგორც ფარმაციის (სააფთიაქო) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომი განვითარების, ასევე მომავალი ფარმაცევტების მომზადების თვალსაზრისით.
მიმდინარე წლის 9 მარტს, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებთან. შეხვედრისას განხილულ იქნა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე პროფესიულ სტუდენტთა 2021 წლის მიღების შედეგები და 2022 წლის მიღების გეგმა.
მიმდინარე წლის 1 მარტს, პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ გაიმართა შუალედური და საკვალიფიკაციო გამოცდების კონცეფციის საჯარო განხილვა. კონცეფცია შემუშავდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ ხელშეწყობით.