მიმდინარე წლის 30 მაისს, გაიმართა პროექტის “პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერა ორგანიზაციული და HR სისტემების ხარისხის ამაღლებით” დახურვის ღონისძიება. შეხვედრა დაეთმო პროექტის შედეგების, HR & OD ექსპერტთა პლატფორმისა და საკონსულტაციო სერვისის პრეზენტაციას.
პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძე, პროფესიული უნარების სააგენტოს, გაეროს განვითარების პროგრამის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, HRPA • Georgia-ს წევრები და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.
პროექტი განხორციელდა HR პროფესიონალთა ასოციაციის | HRPA • Georgia-ს მიერ ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და გაეროს განვითარების პროგრამის | UNDP Georgia-ს, UNDP Global მხარდაჭერით.