დაწყების თარიღი: October 2, 2017 1.5 წელი

პროგრამის მიზანია კვალიფიცირებული სპეციალისტის მომზადება, რომელიც შეძლებს:

  • გრაფიკული გამოსახულების შექმნასა და რედაქტირებას
  • ბუკლეტების, ფლაიერების, პლაკატების, სარეკლამო ბანერების, სავიზიტო ბარათების და სხვა პოლიგრაფიული ნამუშევრების შემუშავებასა და ბეჭდვისათვის მომზადებას რასტრული გრაფიკული რედაქტორების საშუალებით

ასევე:

  • სამგანზომილებიანი არქიტექტურული ობიექტების მოდელირებას, ტექსტურირებას, ანიმირებასა და ვიზუალიზაციას 3D პროგრამის გამოყენებით
  • ტექსტების 3D ანიმაციურ და დინამიურ დამუშავებას
  • მულტფილმისა და თამაშის პერსონაჟის შექმნასა და ანიმაციური მოდელირებას
  • ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინის შექმნას
  • საინჟინრო და არქიტექტურული ელემენტების შექმნას
ამობეჭდვა
I. საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება: კომპიუტერული გრაფიკოსი
II. პროფესიული განათლების საფეხური: III
III. მისანიჭებელი კვალიფიკაცია: კომპიუტერული გრაფიკოსის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია
IV. პროგრამის მოცულობა:
60 კრედიტი (1500სთ.), მათ შორის 24 კრედიტი (40%) სასწავლო კომპონენტი, 36 კრედიტი (60%) პრაქტიკა.
1 კრედიტი =25 სთ.
პროგრამა გრძელდება 44 კვირა.

V. პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
ზოგადი განათლების საბაზო საფეხური.
VI. სწავლების ენა: ქართული
VII. პროფესიული პროგრამის მიზანი:
პროგრამის მიზანია კვალიფიცირებული სპეციალისტის მომზადება, რომელიც შეძლებს, გრაფიკული გამოსახულების შექმნასა და რედაქტირებას, ბუკლეტების, ფლაიერების, პლაკატების, სარეკლამო ბანერების, სავიზიტო ბარათების და სხვა პოლიგრაფიული ნამუშევრების შემუშავებასა და ბეჭდვისათვის მომზადებას რასტრული გრაფიკული რედაქტორების საშუალებით. ასევე, სამგანზომილებიანი არქიტექტურული ობიექტების მოდელირებას, ტექსტურირებას, ანიმირებასა და ვიზუალიზაციას 3D პროგრამის გამოყენებით; ტექსტების 3D ანიმაციურ და დინამიურ დამუშავებას. მულტფილმისა და თამაშის პერსონაჟის შექმნასა და ანიმაციური მოდელირებას; ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინის შექმნას; საინჟინრო და არქიტექტურული ელემენტების შექმნას.

VIII . დასაქმების სფერო:
კომპიუტერული გრაფიკოსის მესამე საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს შეეძლება დასაქმდეს გამომცემლობაში, სარეკლამო სააგენტოებში, რადიოსა და ტელევიზიაში ან ნებისმიერ ორგანიზაციაში, რომელიც დაკავებულია სარეკლამო და პოლიგრაფიული საქმიანობით გრაფიკოსის ან დამკაბადონებლის თანამდებობაზე. ასევე, შეძლებს მუშაობას სამშენებლო, არქიტექტურულ და კერძო კომპანიებში, რომლებიც მუშაობენ ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინის განხრით; სამაუწყებლო კომპანიებში, ანიმაციურ და გახმოვანების სტუდიებში, სადაც მიმდინარეობს მიმდინარე პროცესების ვიდეო-აუდიო ფიქსაცია და ვიდეო-აუდიო მონტაჟი.