დაწყების თარიღი: October 2, 2017 1 წელი

პროფესიული პროგრამის მიზანი:
პროგრამის მიზანია კვალიფიცირებული სპეციალისტის მომზადება, რომელიც შეძლებს პაციენტის სამკურნალო მასაჟის პროცედურებით მკურნალობას სამედიცინო რეაბილიტაციის ყველა ფაზაში, მისი ასაკის, დაავადების მიმდინარეობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით. ასევე სპორტული და ჰიგიენური მასაჟის ჩატარებას.

ამობეჭდვა
I. საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება: მასაჟისტი
II. პროფესიული განათლების საფეხური: III
III. მისანიჭებელი კვალიფიკაცია: მასაჟისტის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია
IV. პროგრამის მოცულობა: მასაჟისტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა განისაზღვრება მთლიანად 60 კრედიტით (1500 სასწავლო საათი). 1 კრედიტი = 25 სთ. პროგრამის თეორიული კომპონენტი განსაზღვრულია 36 კრედიტით (900 სასწავლო საათი), პრაქტიკული კომპონენტი კი – 24 კრედიტით (600 სასწავლო საათი). კრედიტების 60% ეთმობა თეორიულ კომპონენტს, ხოლო 40% ეთმობა პრაქტიკულ კომპონენტს.
პროგრამის ხანგრძლივობაა 38 კვირა.
V. პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: ზოგადი განათლების საბაზო საფეხური, მინიმალური ასაკი 18 წელი.
VI. პროფესიული პროგრამის მიზანი:
პროგრამის მიზანია კვალიფიცირებული სპეციალისტის მომზადება, რომელიც შეძლებს პაციენტის სამკურნალო მასაჟის პროცედურებით მკურნალობას სამედიცინო რეაბილიტაციის ყველა ფაზაში, მისი ასაკის, დაავადების მიმდინარეობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით. ასევე სპორტული და ჰიგიენური მასაჟის ჩატარებას.

დასაქმების სფერო:

მასაჟისტის მესამე საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელი შეიძლება დასაქმდეს სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში (საავადმყოფოებში, პოლიკლინიკებში, დისპანსერებში, სანატორიუმებში,), ჰიგიენური პროფილის სალონებში, სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრებში, სკოლებში, საბავშვო ბაღებში, ბავშვთა და ინვალიდთა სახლებში, პანსიონებში, სპორტულ გუნდებში, ასევე შეუძლია ბინაზე მომსახურება.
სწავლების ენა: ქართული