დაწყების თარიღი: October 2, 2017 2 წელი

პროგრამის მიზანია კვალიფიციური კადრის მომზადება, რომელიც შეძლებს ადრეულ ასაკში ბავშვზე ზრუნვას, მის აღზრდას და განვითარებას. ამ მიზნებისთვის მან უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო და განმავითარებელ სააღმზრდელო გარემო და ამ პროცესში შეძლოს ბავშვის ოჯახთან, ბაღის კოლექტივთან, სფეროს წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

ამობეჭდვა
I. სახელწოდება: ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი

II. სარეგისტრაციო ნომერი: 01101-პ

III. მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის მეხუთე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია

IV. საკანონმდებლო ბაზა:
საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ
ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო
ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის პროფესიული სტანდარტი

V. დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება

VI. კურსდამთავრებულთა კარიერული შესაძლებლობები:
პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს ბაგა-ბაღში, სასკოლო მზაობის პროგრამებში, კერძო საბავშვო დაწესებულებებში, საბავშვო გასართობ ცენტრებში, დღის ცენტრებში, სკოლამდელი ასაკის ბავშვის მომსახურების ცენტრებში და ა.შ.

VII. მიზანი:
პროგრამის მიზანია კვალიფიციური კადრის მომზადება, რომელიც შეძლებს ადრეულ ასაკში ბავშვზე ზრუნვას, მის აღზრდას და განვითარებას. ამ მიზნებისთვის მან უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო და განმავითარებელ სააღმზრდელო გარემო და ამ პროცესში შეძლოს ბავშვის ოჯახთან, ბაღის კოლექტივთან, სფეროს წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

VIII. სწავლის შედეგები:
პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია:
• ბავშვის განვითარების ხელშემწყობი სტრატეგიების გამოყენება
• სკოლამდელი ასაკის ბავშვის ჰოლისტური განვითარება, მათი ასაკობრივი თავისებურებების, ინტერესების, ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით
• სააღმზრდელო პროცესის მართვა პოზიტიური გაძღოლის პრინციპების გამოყენებით
• წარმატებული, უსაფრთხო მხარდამჭერი სააღმზრდელო გარემოს შექმნა

IX. პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა:
პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა ქართულენოვანი პროფესიული სტუდენტებისთვის:
• მოცულობა: 101 კრედიტი
• ხანგრძლივობა: 18 თვე / 73 სასწავლო კვირა
პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა არაქართულენოვანი პროფესიული სტუდენტებისთვის:
• მოცულობა: 131 კრედიტი
• ხანგრძლივობა: 25 თვე / 99 სასწავლო კვირა