დაწყების თარიღი: October 2, 2017 1 წელი

პროფესიული პროგრამის მიზანი:
პროგრამის მიზანია თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების მქონე კბილის ტექნიკოსის მომზადება, რომელსაც ეცოდინება: ორთოპედიული პროტეზების დამზადება, კბილის გვირგვინების დეფექტების აღდგენა მოდელირებით და ცვილის შეცვლა სათანადო ორთოპედიული ტექნოლოგიებით, ნახევარგვირგვინებით, ვინირებით და მთლიანი გვირგვინებით; მოუხსნელი ხიდისებური, ნაწილობრივი ფირფიტოვანი ან მთლიანი ფირფიტოვანი ორთოპედიული პროთეზების დამზადება და ორთოდონტიული პროტეზების დამზადება.

ამობეჭდვა
I. საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება: კბილის ტექნიკოსი
II. პროფესიული განათლების საფეხური: III
III. მისანიჭებელი კვალიფიკაცია: კბილის ტექნიკოსის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია
IV. პროგრამის მოცულობა:
კბილის ტექნიკოსის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა განისაზღვრება მთლიანად 60 კრედიტით (1500სასწავლო საათი). 1 კრედიტი = 25 სთ.
პროგრამის თეორიული კომპონენტი განსაზღვრულია 33 კრედიტით (825 სასწავლო საათი), პრაქტიკული კომპონენტი კი – 27 კრედიტით (675 სასწავლო საათი). კრედიტების 55% ეთმობა თეორიულ კომპონენტს, ხოლო 45% ეთმობა პრაქტიკულ კომპონენტს.
პროგრამის ხანგრძლივობაა 38 კვირა.
V. პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
ზოგადი განათლების საბაზო საფეხური
VI. პროფესიული პროგრამის მიზანი:
პროგრამის მიზანია თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების მქონე კბილის ტექნიკოსის მომზადება, რომელსაც ეცოდინება: ორთოპედიული პროტეზების დამზადება, კბილის გვირგვინების დეფექტების აღდგენა მოდელირებით და ცვილის შეცვლა სათანადო ორთოპედიული ტექნოლოგიებით, ნახევარგვირგვინებით, ვინირებით და მთლიანი გვირგვინებით; მოუხსნელი ხიდისებური, ნაწილობრივი ფირფიტოვანი ან მთლიანი ფირფიტოვანი ორთოპედიული პროთეზების დამზადება და ორთოდონტიული პროტეზების დამზადება.

VII. სწავლების ენა: ქართული
VIII. დასაქმების სფერო:
კბილის ტექნიკოსის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია იმუშაოს კბილის სატექნიკო ლაბორატორიაში. იგი შეკვეთას იღებს ექიმი სტომატოლოგისაგან და ათანხმებს პაციენტთან.