დაწყების თარიღი: October 2, 2017 1 წელი

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი:
პროგრამის მიზანია კვალიფიცირებული სპეციალისტის მომზადება, რომელიც შეძლებს პერსონალური კომპიუტერის აპარატურულ და პროგრამულ უზრუნველყოფას. რომელიც ფლობს აპარატურული უზრუნველყოფისა და ოპერაციული სისტემების დაყენების, განახლების, დაზიანებების აღმოფხვრის, ოპტიმიზაციის, დიაგნოსტირებისა და მომსახურებისთვის საჭირო სპეციალურ ტექნიკურ უნარ–ჩვევებს. აქვს სფეროსთვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების, პრინციპების, პროცესებისა ზოგადი კონცეფციების ცოდნა, აცნობიერებს გართულებული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელ ნაბიჯებს.

ამობეჭდვა
I. საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება: ინფორმაციული ტექნოლოგი
II. პროფესიული განათლების საფეხური: III
III. მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ინფორმაციული ტექნოლოგის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია.
IV. პროგრამის მოცულობა: 35 კრედიტი, მათ შორის 14 კრედიტი (40%) თეორიული სწავლება, 21 კრედიტი (60%) პრაქტიკა. 1კრედიტი = 25 სთ.
სწავლის ხანგრძლივობა – 30 კვირა.
V. პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო ან სრული ზოგადი განათლება.
VI. საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი:
პროგრამის მიზანია კვალიფიცირებული სპეციალისტის მომზადება, რომელიც შეძლებს პერსონალური კომპიუტერის აპარატურულ და პროგრამულ უზრუნველყოფას. რომელიც ფლობს აპარატურული უზრუნველყოფისა და ოპერაციული სისტემების დაყენების, განახლების, დაზიანებების აღმოფხვრის, ოპტიმიზაციის, დიაგნოსტირებისა და მომსახურებისთვის საჭირო სპეციალურ ტექნიკურ უნარ–ჩვევებს. აქვს სფეროსთვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების, პრინციპების, პროცესებისა ზოგადი კონცეფციების ცოდნა, აცნობიერებს გართულებული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელ ნაბიჯებს.
VII . დასაქმების სფერო:

ინფორმაციული ტექნოლოგის პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეეძლება დასაქმდეს სამთავრობო, არასამთავრობო და კომერციულ ორგანიზაციებში ტექნიკოსის თანამდებობაზე; კომპიუტერულ სერვის ცენტრებში პრობლემების დისტანციური უზრუნველყოფის სპეციალისტად; შეეძლება მუშაობა მცირე და საშუალო ტიპის ორგანიზაციებში IT სპეციალისტის თანამდებობაზე, ხოლო პროფილურ ან დიდი მასშტაბის ორგანიზაციაში კომპიუტერული სისტემებისა და ქსელის ადმინისტრატორის თანაშემწედ.

VIII. სწავლების ენა:
სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე