დაწყების თარიღი: October 2, 2017 3 წელი

პროფესიული პროგრამის მიზანი:
პრქტიკოსი ექთნის საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მისცეს პროფესიულ სტუდენტს საექთნო საქმისთვის საჭირო ბაზისური თეორიული ცოდნა და კლინიკური უნარ–ჩვევები, რის საფუძველზეც წარმატებით და გაცნობიერებულად შეასრულებს პრაქტიკოსი ექთნის პროფესიულ როლსა და ფუნქციებს; გაცნობიერებული ჰქონდეს პრაქტიკოსი ექთნის როლი ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და უზრუნველყოფაში, როგორც ინდივიდუალურად, ასევე მულტიდისციპლინურ პროფესიულ გუნდში საქმინაობის კონტექსტში; იცოდეს მართვისა და ლიდერობის ძირითადი პრინციპები.

ამობეჭდვა
I. საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება: პრაქტიკოსი ექთანი
II. პროფესიული განათლების საფეხური: მეხუთე
III. მისანიჭებელი კვალიფიკაცია: პრაქტიკოსი ექთნის მეხუთე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია
IV. პროგრამის მოცულობა: პრაქტიკოსი ექთნის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა განისაზღვრება მთლიანად 150 კრედიტით (3750 სასწავლო საათი). 1 კრედიტი = 25 სთ.
პროგრამის თეორიული კომპონენტი განსაზღვრულია 90 კრედიტით (2250 სასწავლო საათი), პრაქტიკული კომპონენტი კი – 60 კრედიტით (1500 სასწავლო საათი).
კრედიტების 60% ეთმობა თეორიულ კომპონენტს, ხოლო 40% ეთმობა პრაქტიკულ კომპონენტს.
პროგრამის ხანგრძლივობაა სამი სასწავლო წელი. 92 კვირა

V. პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
პროგრამაზე დაიშვება სრული ზოგადი განათლების მქონე პირი.

VI. პროფესიული პროგრამის მიზანი:
პრქტიკოსი ექთნის საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მისცეს პროფესიულ სტუდენტს საექთნო საქმისთვის საჭირო ბაზისური თეორიული ცოდნა და კლინიკური უნარ–ჩვევები, რის საფუძველზეც წარმატებით და გაცნობიერებულად შეასრულებს პრაქტიკოსი ექთნის პროფესიულ როლსა და ფუნქციებს; გაცნობიერებული ჰქონდეს პრაქტიკოსი ექთნის როლი ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და უზრუნველყოფაში, როგორც ინდივიდუალურად, ასევე მულტიდისციპლინურ პროფესიულ გუნდში საქმინაობის კონტექსტში; იცოდეს მართვისა და ლიდერობის ძირითადი პრინციპები.

იცოდეს და გაცნობიერებული ჰქონდეს საექთნო საქმის ძირითადი ღირებულებები, ეთიკური და სამართლებრივი ასპექტები; პროფესიული სტუდენტი იცნობდეს უსაფრთხოების წესებს, ინფექციის კონტროლის პრინციპებს და გაცნობიერებული ჰქონდეს ამ პრინციპების დაცვის აუცილებლობა უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით; თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებს; ინფორმაციის რეგისტრაციის, შენახვისა და გავრცელების პრინციპებს;
VII. სწავლების ენა: ქართული
VIII. დასაქმების სფერო:
პრაქტიკოსი ექთანი შეიძლება დასაქმდეს სხვადასხვა დონის დიაგნოსტიკურ, სამკურნალო, პროფილაქტიკურ და სარეაბილიტაციო დაწესებულებებში, ჰოსპისებში, ეთიკურ კომიტეტებში, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრულ სფეროებში.