დაწყების თარიღი: October 2, 2017 2 წელი

პროფესიული პროგრამის მიზანი:
ფარმაცევტის თანაშემწის მეხუთე საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია უზრუნველყოს შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციისა და ზოგადი კომპეტენციებით აღჭურვილი ფარმაცევტის თანაშემწის მომზადება, რომელსაც ექნება პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული სპეციალიზებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, რომელიც შეძლებს ფარმაცევტის ეფექტურ ასისტირებას, როგორც სააფთიაქო დაწესებულებებში, ასევე ფარმაცევტულ ბაზებსა და საწარმოებში.

ამობეჭდვა
I. საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება: ფარმაცევტის თანაშემწე
II. პროფესიული განათლების საფეხური: მეხუთე საფეხური
III. მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ფარმაცევტის თანაშემწის მეხუთე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია
IV. პროგრამის მოცულობა: ფარმაცევტის თანაშემწის პროფესიული პროგრამა მოიცავს 120 კრედიტს (3000 სთ), აქედან, თეორიულ კომპონენტს ეთმობა 72 კრედიტი (1800 საათი), პრაქტიკულ კომპონენტს – 48 კრედიტი (1200 საათი). სწავლის ხანგრძლივობა 2 სასწავლო წელი (პირველი სასწავლო წელი 39კვირა, მეორე სასწავლო წელი 35 კვირა). ერთი კრედიტი – 25 ასტრონომიული საათი, რომელშიც შედის როგორც საკონტაქტო, ისე დამოუკიდებელ მუშაობისათვის საჭირო საათები.

V. პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: ფარმაცევტის თანაშემწის მეხუთე საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაიშვება სრული ზოგადი განათლების მქონე პირი.

VI. პროფესიული პროგრამის მიზანი:
ფარმაცევტის თანაშემწის მეხუთე საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია უზრუნველყოს შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციისა და ზოგადი კომპეტენციებით აღჭურვილი ფარმაცევტის თანაშემწის მომზადება, რომელსაც ექნება პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული სპეციალიზებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, რომელიც შეძლებს ფარმაცევტის ეფექტურ ასისტირებას, როგორც სააფთიაქო დაწესებულებებში, ასევე ფარმაცევტულ ბაზებსა და საწარმოებში.
VII. სწავლების ენა: ქართული
VIII. დასაქმების სფერო
ფარმაცევტის თანაშემწის დასაქმების ადგილებია – აფთიაქები, სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებები, ფარმაცევტული ბაზები, ფარმაცევტული პროდუქციის საწარმოები, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური, წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიები, სტომატოლოგიური და სამედიცინო ტექნიკის მაღაზიები.