დაწყების თარიღი: October 2, 2017 1 წელი

პროგრამის მიზანია ბუღალტრის პროფესიის საწყისი საფეხურის შესაბამისი ცოდნისა და უნარ-ჩვევების დაუფლება. პროგრამა მიზნად ისახავს შესძინოს სტუდენტს:

  • ეკონონომიკური კატეგორიებისა და სამეწარმეო საქმიანობის ცოდნა
  • ბუღალტრული აღრიცხვის ცოდნა
  • განუვითაროს სტუდენტს სამეურნეო ოპერაციის აღქმისა და შეფასების უნარი
  • სამეურნეო ოპერაციის დოკუმენტირების უნარი
  • ბუღალტრული დოკუმენტების დაჯგუფებისა და რეგისტრაციის უნარი
  • საბუღალტრო რეგისტრებში სამეურნეო ოპერაციის ასახვის უნარი
  • ბუღალტრული ანგარიშების დახურვის უნარი
  • საცდელი ბალანსის შედგენის უნარი
  • კომპიუტერული ბუღალტრული პროგრამის გამოყენების უნარ-ჩვევა
ამობეჭდვა
I. საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება: ბუღალტერ – მოანგარიშე
II. პროფესიული განათლების საფეხური: III
III. მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბუღალტრის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია/ბუღალტერ-მოანგარიშე.
IV. პროგრამის მოცულობა: 35 კრედიტი. 1 კრედიტი = 25 სთ. 21 კრედიტი (პროგრამის მოცულობის 60%) ეთმობა თეორიულ სწავლებას, 14 კრედიტი (პროგრამის მოცულობის 40%) – სასწავლო პრაქტიკას.
პროგრამა გრძელდება 1 სასწავლო წელი – 30 კვირა.
V. პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: ზოგადი განათლების საბაზო საფეხური
VI. პროფესიული პროგრამის მიზანი:
პროგრამის მიზანია ბუღალტრის პროფესიის საწყისი საფეხურის შესაბამისი ცოდნისა და უნარ-ჩვევების დაუფლება. პროგრამა მიზნად ისახავს შესძინოს სტუდენტს ეკონონომიკური კატეგორიებისა და სამეწარმეო საქმიანობის ცოდნა, ბუღალტრული აღრიცხვის ცოდნა; განუვითაროს სტუდენტს სამეურნეო ოპერაციის აღქმისა და შეფასების უნარი; სამეურნეო ოპერაციის დოკუმენტირების უნარი; ბუღალტრული დოკუმენტების დაჯგუფებისა და რეგისტრაციის უნარი; საბუღალტრო რეგისტრებში სამეურნეო ოპერაციის ასახვის უნარი; ბუღალტრული ანგარიშების დახურვის უნარი; საცდელი ბალანსის შედგენის უნარი; კომპიუტერული ბუღალტრული პროგრამის გამოყენების უნარ-ჩვევა.
VII. დასაქმების სფერო:
ბუღალტრის პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეეძლება დასაქმდეს როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირების, ასევე საჯარო დაწესებულებების სამეურნეო საქმიანობის სააღრიცხვო სამსახურში.
VIII. სწავლების ენა: პროგრამაზე სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე.