დაწყების თარიღი: September 3, 2018

ამობეჭდვაI. საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება:  პრაქტიკოსი ექთანი II. პროფესიული განათლების საფეხური: მეხუთე III. მისანიჭებელი კვალიფიკაცია:   პრაქტიკოსი ექთნის მეხუთე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია IV. პროგრამის მოცულობა: პრაქტიკოსი ექთნის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა განისაზღვრება მთლიანად 150 კრედიტით (3750 სასწავლო საათი). 1 კრედიტი = 25 სთ. პროგრამის თეორიული კომპონენტი განსაზღვრულია 90 კრედიტით (2250 სასწავლო საათი), პრაქტიკული კომპონენტი კი –  60 კრედიტით (1500 სასწავლო საათი). კრედიტების 60%…

ამობეჭდვა
I. საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება:  პრაქტიკოსი ექთანი

II. პროფესიული განათლების საფეხური: მეხუთე

III. მისანიჭებელი კვალიფიკაცია:   პრაქტიკოსი ექთნის მეხუთე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია

IV. პროგრამის მოცულობა: პრაქტიკოსი ექთნის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა განისაზღვრება მთლიანად 150 კრედიტით (3750 სასწავლო საათი). 1 კრედიტი = 25 სთ.

პროგრამის თეორიული კომპონენტი განსაზღვრულია 90 კრედიტით (2250 სასწავლო საათი), პრაქტიკული კომპონენტი კი –  60 კრედიტით (1500 სასწავლო საათი).

კრედიტების 60% ეთმობა თეორიულ კომპონენტს, ხოლო 40% ეთმობა პრაქტიკულ კომპონენტს.

პროგრამის ხანგრძლივობაა სამი სასწავლო  წელი. 92 კვირა

V. პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

პროგრამაზე დაიშვება სრული  ზოგადი განათლების მქონე პირი. 

VI. პროფესიული პროგრამის მიზანი:

პრქტიკოსი ექთნის საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მისცეს პროფესიულ სტუდენტს საექთნო საქმისთვის საჭირო ბაზისური თეორიული ცოდნა და კლინიკური უნარ–ჩვევები, რის საფუძველზეც წარმატებით და გაცნობიერებულად შეასრულებს პრაქტიკოსი ექთნის პროფესიულ როლსა და ფუნქციებს; გაცნობიერებული ჰქონდეს პრაქტიკოსი ექთნის როლი ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და უზრუნველყოფაში, როგორც ინდივიდუალურად, ასევე მულტიდისციპლინურ პროფესიულ გუნდში საქმინაობის კონტექსტში;  იცოდეს მართვისა და ლიდერობის ძირითადი პრინციპები.

იცოდეს  და გაცნობიერებული ჰქონდეს საექთნო საქმის ძირითადი ღირებულებები, ეთიკური და სამართლებრივი ასპექტები; პროფესიული სტუდენტი იცნობდეს  უსაფრთხოების წესებს, ინფექციის კონტროლის პრინციპებს და გაცნობიერებული ჰქონდეს ამ პრინციპების დაცვის აუცილებლობა უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით; თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებს; ინფორმაციის რეგისტრაციის, შენახვისა და გავრცელების პრინციპებს;

VII. სწავლების ენა:  ქართული

VIII. დასაქმების სფერო:

პრაქტიკოსი ექთანი შეიძლება  დასაქმდეს  სხვადასხვა დონის დიაგნოსტიკურ, სამკურნალო, პროფილაქტიკურ და სარეაბილიტაციო დაწესებულებებში, ჰოსპისებში, ეთიკურ კომიტეტებში, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრულ სფეროებში.