დაწყების თარიღი: September 3, 2018 2 წელი

პროგრამის მიზანია კვალიფიციური კადრის მომზადება, რომელიც შეძლებს ადრეულ ასაკში ბავშვზე ზრუნვას, მის აღზრდას და განვითარებას. ამ მიზნებისთვის მან უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო და განმავითარებელი სააღმზრდელო გარემო და ამ პროცესში შეძლოს ბავშვის ოჯახთან, ბაღის კოლექტივთან, სფეროს წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

ამობეჭდვა
I. სახელწოდება: ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი

II. მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის მეხუთე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია

III. დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება

IV. კურსდამთავრებულთა კარიერული შესაძლებლობებიპროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს ბაგა-ბაღში, სასკოლო მზაობის პროგრამებში, კერძო საბავშვო დაწესებულებებში, საბავშვო გასართობ ცენტრებში, დღის ცენტრებში, სკოლამდელი ასაკის ბავშვის მომსახურების ცენტრებში და ა.შ.

V. მიზანი: პროგრამის მიზანია კვალიფიციური კადრის მომზადება, რომელიც შეძლებს ადრეულ ასაკში ბავშვზე ზრუნვას, მის აღზრდას და განვითარებას. ამ მიზნებისთვის მან უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო და განმავითარებელი სააღმზრდელო გარემო და ამ პროცესში შეძლოს ბავშვის ოჯახთან, ბაღის კოლექტივთან, სფეროს წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

VIII. სწავლის შედეგები:

პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია:

  • ბავშვის განვითარების ხელშემწყობი სტრატეგიების გამოყენება
  • სკოლამდელი ასაკის ბავშვის ჰოლისტური განვითარება, მათი ასაკობრივი თავისებურებების, ინტერესების, ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით
  • სააღმზრდელო პროცესის მართვა პოზიტიური გაძღოლის პრინციპების გამოყენებით
  • წარმატებული, უსაფრთხო მხარდამჭერი სააღმზრდელო გარემოს შექმნა

IX. პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა:

პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა ქართულენოვანი პროფესიული სტუდენტებისთვის:

  • მოცულობა: 101 კრედიტი
  • ხანგრძლივობა: 18 თვე / 73 სასწავლო კვირა

პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა არაქართულენოვანი პროფესიული სტუდენტებისთვის:

  • მოცულობა: 131 კრედიტი
  • ხანგრძლივობა: 25 თვე / 99 სასწავლო კვირა

X. სწავლის შედეგების მიღწევის დადასტურება და კრედიტის მინიჭება: 

კრედიტის მინიჭება ხორციელდება სწავლის შედეგის მიღწევის დადასტურების საფუძველზე. 

სწავლის შედეგის მიღწევის დადასტურება შესაძლებელია:

ა) წინმსწრები ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარებით (ჩათვლა);

ბ) არაფორმალური განათლების გზით მიღწეული სწავლის შედეგების დადასტურება განათლების და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით;

გ) სწავლის შედეგების დადასტურება შეფასების გზით.

არსებობს განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება.

განმავითარებელი შეფასება შესაძლოა განხორციელდეს როგორც ქულების, ასევე ჩათვლის პრინციპების გამოყენებით.

განმსაზღვრელი შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას:

ა) სწავლის შედეგი დადასტურდა;

ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა.

განმსაზღვრელი შეფასებისას უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს პროგრამის დასრულებამდე მოითხოვოს სწავლის შედეგების მიღწევის დამატებითი შეფასება. შეფასების მეთოდი/მეთოდები მოცემულია მოდულებში.

XI. პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭება:

პროფესიულ კვალიფიკაციას ანიჭებს ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების შპს ბარაკონის დირექტორი საკვალიფიკაციო კომისიის რეკომენდაციით. პროფესიული კვალიფიკაციის მოსაპოვებლად პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში განსაზღვრული მოდულებით გათვალისწინებული კრედიტები.

XII. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების (სსსმდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პროფესიული სტუდენტების სწავლებისათვის:

შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით ასეთი პირები მოდულებზე დაიშვებიან მოდულის წინაპირობის/წინაპირობების დაძლევის გარეშე.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული კრედიტები პირს ენიჭება მხოლოდ შესაბამისი სწავლის შედეგების დადასტურების შემთხვევაში, ხოლო კვალიფიკაცია – XII პუნქტით გათვალისწინებული წესით.

XIII. მოდულების, ქართული ენA2 და ქართული ენB1 დაკავშირებით:

მოდულების, ქართული ენა A2 და ქართული ენა B1 გავლა სავალდებულოა მხოლოდ იმ ჩარიცხული პირებისთვის, რომლებსაც არ უდასტურდებათ ქართული ენის კომპეტენცია. აღნიშნული პირებისათვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლება იწყება ქართული ენის მოდულებით.