სიახლეები

19.04.17 ექსკურსია ეროვნულ მუზეუმში

19.04.17 ექსკურსია ეროვნულ მუზეუმში

2017 წლის 5 აპრილს შ.პ.ს ბარაკონის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ოფისის მენეჯერის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტებისათვის, მოეწყო ექსკურსია სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში.  სტუდენტებმა დაათვალიერეს საქართველოს მუზეუმის ოქროს ფონდი, ნუმიზმატიკის ექსპოზიცია, ოკუპაციის მუზეუმი. ისაუბრეს ქვეყნის ისტორიის ცალკეულ პერიოდებზე, პატივი მიაგეს საქართველოსთვის დაღუპული გმირების ხსოვნას.  

ვრცლად

30.03.17 შეხვედრა სამოქმედო გეგმის ფარგლებში თემაზე: „ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების ფსიქო-სოციალური ასპექტები“

30.03.17 შეხვედრა სამოქმედო გეგმის ფარგლებში თემაზე: „ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების ფსიქო-სოციალური ასპექტები“

29 მარტს, შპს ბარაკონის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა თემაზე „ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების ფსიქო-სოციალური ასპექტები“, რომლის მიზანს წარმოადგენდა სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების თაობაზე. შეხვედრას უძღვებოდა ფსიქოთერაპევტი, თამუნა ბოკუჩავა.    პროფესიული განათლების მასწავლებლები და სტუდენტები აქტიურად ჩაერთვნენ თემის განხილვაში. შეხვედრის ძირითადი ნაწილი წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. დამსწრეები მომხსენებლისგან იღებდნენ ამომწურავ პასუხებს მათთვის საინტერესო საკითხებზე. დამსწრეთა შეფასებით შეხვედრა…

ვრცლად

21.03.17 შეხვედრა პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან

20 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით შედგა შეხვედრა პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განიხილეს საავტორიზაციო ან მონიტორინგის ვიზიტების დროს გამოვლენილი ტიპური ხარვეზები. პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებმა პრაქტი კული ხასიათის რჩევები და რეკომენდაციები მიაწოდეს შეხვედის დამსწრეებს. დაწესებულებების წარმომადგენლებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია პროფესიული საგანმანათლებლო…

ვრცლად

07.03.2017 “პროფესიული განათლების” შესახებ კანონპროექტის განხილვა

კოლეჯის თანამშრომელთა საყურადღებოდ! როგორც  ცნობილია  მიმდინარეობს კანონპროექტის “პროფესიული განათლების” შესახებ საჯარო განხილვა.  მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტის შესწავლა მოხდეს რაც შეიძლება მეტი დაინტერესებული პირის მიერ.     ორშაბათს, 13 მარტს 16 საათზე შედგება კერძო კოლეჯების ასოციაციის გამგეობის ღია სხდომა, რომელიც ეძღვნება კანონპროექტის “პროფესიული განათლების” შესახებ განხილვას. დასწრება სხდომაზე შეუძლია ასოციაციის ნებისმიერ წევრ კოლეჯის წარმომადგენელს. ბარაკონში კანონპროექტის განხილვა გაიმართება 10 მარტს 15.00 საათზე.…

ვრცლად

27.02.2017 საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის” რიგით მეოთხე ფორუმი

2017 წლის 20 თებერვალს “საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის” მხარდაჭერით ჩატარდა ” საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის” რიგით მეოთხე ფორუმი. ა სოციაციის პრეზიდენტი ქალბატონი ნინო გომელაური წარსდგა ანგარიშით, გაწეული მუშაობის შესახებ. ვრცელ მოხსენებაში პრეზიდენტმა აღნიშნა კერძო კოლეჯების ასოციაციის ფართო წარმომადგენლობა , წარმატებები და ხაზი გაუსვა იმ გამოწვევებს და პრობლემებს, რომელიც დგას კერძო პროფესიული სასწავლებლების წინაშე. ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ბატონი…

ვრცლად

13.01.17 კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

13.01.17 კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

13 იანვარს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ. პროგრამა წარმატებით დაასრულა 62-მა მოსარგებლემ. 

ვრცლად

10.01.17 სერტიფიკატების გაცემა

10.01.17 სერტიფიკატების გაცემა

  სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის კურსდამთავრებულებს,  გთხოვთ, მობრძანდეთ კოლეჯში სერტიფიკატის ასაღებად პარასკევს, 13 იანვარს, 15 საათზე.  

ვრცლად

27.12.16 ყურადღება, ცხადდება მიღება!

ცხადდება სწავლის მსურველთა საბუთების მიღება ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის, პრაქტიკოსი ექთნის, ექთნის თანაშემწისა და ბუღალტრის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.  საბუთების მიღების ვადა პრაქტიკოსი ექთნის, ექთნის თანაშემწის და ბუღალტრის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე განისაზღვრება 2016 წლის 28 დეკემბრიდან 2017 წლის 16 იანვრის ჩათვლით. სწავლა აღნიშნულ პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის დაიწყება 2017 წლის 16 იანვარს. საბუთების მიღების ვადა ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე განისაზღვრება 2017 წლის 1 თებერვლიდან 20 მარტის ჩათვლით. სწავლა აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის…

ვრცლად

27.10.16 კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ!

2015 – 2016 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ! 1 ნოემბრიდან  დაიწყება  დიპლომების გაცემა . გთხოვთ, მობრძანდეთ სამუშაო დღეებში 12 საათიდან 14 საათამდე. თან იქონიეთ პირადობის მოწმობა.

ვრცლად

20.10.16 ახალი სასწავლო წელი იწყება!

ბარაკონში პროფესიულ სტუდენტთათვის ახალი სასწავლო წელი იწყება! ძვირფასო სტუდენტებო,გილოცვათ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ წარმატებებს და გელოდებით ყველას 26 სექტემბერს 10 საათზე.

ვრცლად