სიახლეები

2019 წლის საშემოდგომო მიღებისთვის ორგანიზებული პროფესიული ტესტირების შედეგები!

2019 წლის საშემოდგომო მიღებისთვის ორგანიზებული პროფესიული ტესტირების შედეგები!

2019 წლის საშემოდგომო მიღებაზე ჩარიცხულმა აპლიკანტება, პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად 15 ნოემბრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით, კოლეჯში უნდა წარმოადგინონ სავალდებულო დოკუმენტები:

ვრცლად

საქართველოს კარიტასის საიუბილეო ღონისძიება

საქართველოს კარიტასის საიუბილეო ღონისძიება

4 ნოემბერს, საქველმოქმედო ფონდ „საქართველოს კარიტასი“-ს 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო დამსწრე საზოგადოებისთვის გაეცნოთ კარიტასის საქართველოში მუშაობის 25 წლის შედეგები და ორგანიზაციის საქველმოქმედო საქმიანობა. ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები და ორგანიზაციის უცხოელი და ადგილობრივი პარტნიორები. ღონისძიებას ესწრებოდა კოლეჯის დირექტორი – გიორგი ფოფხაძე.

ვრცლად

სერტიფიკატების გადაცემა

სერტიფიკატების გადაცემა

საქართველოს კარიტასის სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრის მიერ, 1 ნოემბერს სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა. სერტიფიკატები გადაეცათ პრაქტიკოსი ექთნის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის იმ პროფესიულ სტუდენტებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ავადმყოფის მოვლის სასწავლო კურსი. 

ვრცლად

2019 წლის კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ!

2019 წლის კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ!

4 ნოემბრიდან იწყება კომპიუტერული გრაფიკოსის, ოფისის მენეჯერის, ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის და ინფორმაციის ტექნოლოგიის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა დიპლომების გაცემა.
დიპლომების გასაცემად მობრძანდით ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 12 საათიდან 15 საათამდე.

ვრცლად

საკონსულტაციო შეხვედრაზე EMIS ბაზასთან დაკავშირებით

საკონსულტაციო შეხვედრაზე EMIS ბაზასთან დაკავშირებით

პროექტის “მასწავლებელთა ხარისხის ამაღლება პროფესიულ განათლებაში” ფარგლებში, რომელიც”მსოფლიო ბანკის ჯგუფის” მიერ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და “კარგი მმართველობის ფონდის” მხარდაჭერით მიმდინარეობს, კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების განხორციელების მიზნით სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ“ ინფორმაციის სრულად მოძიებისა და დამუშავებისათვის ბაზაში პროფესიული მასწავლებლებთან დაკავშირებით დაამატა ველები.

ვრცლად

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, 2 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის  ჩათვლით,   აცხადებს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას. ყველა დაინტერესებულ პირს აქვს  შესაძლებლობა,  სახელმწიფოს დაფინანსებით ისწავლოს ჯანდაცვის და  ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებზე კოლეჯ “ბარაკონში”. 

ვრცლად

შეხვედრა პროფესიულ პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტეგრირებასთან დაკავშირებით

შეხვედრა პროფესიულ პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტეგრირებასთან დაკავშირებით

26 სექტემბერს, კოლეჯში საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტეგრირების პროცესში მხარდაჭერის ვიზიტი გაიმართა. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრიდან  შეხვედრას ესწრებოდა პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი – კახაბერ ერაძე და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტები – ქეთევან ბოტკოველი, შორენა ჯაფარიძე და მანანა თურქაძე. 

ვრცლად

ტრენინგი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში

ტრენინგი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში

24 სექტემბერს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ტრენინგი ჩაუტარდათ ანკეტა-კითხვარის შევსების მიზნით.
ტრენინგს კოლეჯის მხრიდან ესწრებოდა დირექტორის მოადგილე ნინო ბოკერია და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნინო ხაჩიძე.

ვრცლად

შეხვედრა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან

შეხვედრა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან

17 სექტემბერს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც პროგრამების ბიუჯეტის შედგენას შეეხებოდა.

ვრცლად