ამობეჭდვა
მიმდინარე წლის 7 მარტს, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ბიუჯეტის შესახებ (ავტორიზაციის სტანტარტი 2, კომპონენტი 2.2. საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების რესურსი, კრიტერიუმი 2.2.1. პროგრამა უზრუნველყოფილია პროგრამის განსახორციელებლად საჭირო რესურსებით – ინდიკატორი 7. პსდ-ს ფინანსური რესურსით უზრუნველყოფილია საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მდგრადობა (მტკიცებულება – პროგრამის ბიუჯეტი). 

შეხვედრას ესწრებოდნენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს გამოწვევებსა და სირთულეებზე.