ამობეჭდვა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, 2020 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული პროფესიული ტესტირების ჩატარების განრიგი დამტკიცდა. პროფესიული განათლების მიღების მსურველ პირთა პროფესიული ტესტირება 2020 წლის 5-6 სექტემბერს დილის 09:00 საათიდან დაიწყება.

პროფესიული ტესტირების გავლა სავალდებულოა, შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისა და სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების მიზნით. სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელია აპლიკანტმა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (ჯამური ქულის 25%-ზე მეტი). ასევე, პროფესიული ტესტირების წინა დღეს, ონლაინ რეჟიმში, ჩატარდება საცდელი ტესტირება. აპლიკანტებს საშუალება ექნებათ ყოველგვარი შეფასების გარეშე ივარჯიშონ და მოსინჯონ საკუთარი ძალები. პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია (ტესტის ნიმუშები იხილეთ ბმულზე https://naec.ge/#/ge/post/2219).

პროფესიულ პროგრამებზე დარეგისტრირებული პირები მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს (sms-ებს) საგამოცდო ბარათების შესახებ. ბარათზე მითითებული იქნება: საგამოცდო ცენტრის მისამართი, ინფორმაცია პრეტესტის შესახებ, ტესტირების თარიღის შესახებ და სხვა დეტალები. ტესტირებაზე თან უნდა იქონიოთ: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგამოცდო ბარათი, პირბადე და კალამი.