27.06.11. ღია კარის დღეები გრძელდება

ამობეჭდვა
ახალ პროფესიულ პროგრამებზე გადასვლასთან დაკავშირებით შეიცვალა კოლეჯში მიღების, მიღებული განათლების აღიარების წესები და პროფესიული კვალიფიკაციები. ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირთა ინფორმირების მიზნით, კოლეჯი აგრძელებს აბიტურიენტებთან და მშობლებთან შეხვედრებს.

ღია კარის დღეები ჩატარდება 30 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით. ყოველი კვირის ორშაბათს და ხუთშაბათს 13.00 სთ.-დან 14.00 სთ.-მდე.