ამობეჭდვა
26 სექტემბერს, კოლეჯში საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტეგრირების პროცესში მხარდაჭერის ვიზიტი გაიმართა. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრიდან  შეხვედრას ესწრებოდა პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი – კახაბერ ერაძე და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტები – ქეთევან ბოტკოველი, შორენა ჯაფარიძე და მანანა თურქაძე. ცენტრის წარმომადგენლები გაესაუბრნენ პროფესიული განათლების მასწავლებლებს, ხოლო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან  განიხილეს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტეგრირების განაცხადის ფორმა. შეხვედრა იყო ინფორმატიული და წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.