ამობეჭდვა

საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციისა და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ქ-ნ მარიამ ჯაშის ინიციატივით პარლამენტში შედგა შეხვედრა კერძო კოლეჯების ხელმძღვანელებს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ქ-ნ ირინა აბულაძესა და სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრას ესწრებოდა კერძო კოლეჯების ხელმძღვანელები, მათ შორის კოლეჯის დირექტორი – გიორგი ფოფხაძე. 

შეხვედრაზე განიხილეს კერძო კოლეჯების სტუდენტების დაფინანსების საკითხი. მინისტრის მოადგილის ქ-ნ ირინა აბულაძის განმარტებით, რამოდენიმე სამინისტროს ერთობლივი შეხვედრებიდან გამომდინარე გამოიყო პრიორიტეტული დარგები, რომელში შემავალ საგანმანათლებლო პროგრამებსაც სახელმწიფო დააფინანსებს.