ამობეჭდვა
მიმდინარე წლის 23 იანვარს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისთვის. შეხვედრას ესწრებოდნენ კოლეჯის წარმომადგენლები.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა: პროფესიული სტუდენტის მობილობის წესის პროექტი; ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების წესის პროექტი; რეკომენდაციები კალენდარული გეგმის შედგენასთან დაკავშირებით.

შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. კოლეჯის წარმომადგენლებმა მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია განხილულ საკითხებთან დაკავშირებით.