ამობეჭდვა
2018 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA-ში, ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „ შრომის უსაფრთხოება“, რომელსაც ესწრებოდა კერძო კოლეჯების ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ტრენერი გახლდათ ბატონი მიხეილ კორძახია.
ტრენინგზე განიხილეს სახანძრო უსაფრთხოების მნიშვნელობა საგანმანათლებლო დაწესებულებებში და დასასრულს მონაწილეებმა შეასრულეს პრაქტიკული სავარჯიშოები – მათ ცეცხლი ჩააქრეს ცეცხლმაქრების გამოყენებით.

ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები!