Monthly Archives: December 2025

უსაფრთხო ონლაინის პოლიტიკის დოკუმენტის წარდგენა

უსაფრთხო ონლაინის პოლიტიკის დოკუმენტის წარდგენა

შპს ბარაკონმა არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი ქორფსის მხარდაჭერითა და მათთან თანამშრომლობით, საგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხო ონლაინ გარემოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შეიმუშავა უსაფრთხო ონლაინის პოლიტიკის დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტის მიზნებსა და შინაარსს პრეზენტაციის საშუალებით გაეცნენ შპს ბარაკონის ინფორმაციის ტექნოლოგიის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები და პროფესიული განათლების მასწავლებლები/ინსტრუქტორები.

ვრცლად

2026 წლის სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვა

2026 წლის სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვა

მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, კოლეჯ ბარაკონში დაინტერესებულ მხარეებთან შედგა 2026 წლის სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვა. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ პროექტს და განხილვაზე წარმოედგინათ საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები.

ვრცლად

კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა

კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა

საექთნო საქმის, ფარმაციის (სააფთიაქო) და ინფორმაციის ტექნოლოგიის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. ძვირფასო კურსდამთავრებულებო, გილოცავთ კოლეჯის წარმატებით დასრულებას! გისურვებთ, რომ თქვენი პროფესია იყოს არა მხოლოდ საქმე, არამედ თქვენი თვითრეალიზაციის და ბედნიერების წყარო.

ვრცლად

საინფორმაციო შეხვედრა-სემინარი თემაზე – აივ ინფექცია/შიდსი და ტუბერკულოზის პრევენცია,

საინფორმაციო შეხვედრა-სემინარი თემაზე – აივ ინფექცია/შიდსი და ტუბერკულოზის პრევენცია,

მიმდინარე წლის 11 დეკემბერს კოლეჯ ბარაკონში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა-სემინარი თემაზე – აივ ინფექცია/შიდსი და ტუბერკულოზის პრევენცია. სემინარი, რომელიც საინტერესო საკითხებს მოიცავდა, ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა. პროფესიულ სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები. მსგავსი შეხვედრები ძალზედ მნიშვნელოვანია სტუდენტთა ცნობიერების ამაღლებისთვის.

ვრცლად

ციფრული უსაფრთხოების ცოდნა პროფესიულ კოლეჯებში!

ციფრული უსაფრთხოების ცოდნა პროფესიულ კოლეჯებში!

პროექტის „უსაფრთხო ონლაინი“ და კოლეჯი „ბარაკონის“ წარმომადგენლები მარნეულის პროფესიულ კოლეჯს ესტუმრნენ, სადაც კოლეჯის ხელმძღვანელობასთან ერთად ონლაინ უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობის მომდევნო ნაბიჯებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე განხილული იქნა: პროფესიული კოლეჯის პროფესიული სტუდენტების, პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა გამოკითხვა ონლაინ უსაფრთხოების თემებზე; კოლეჯის საჭიროებებზე დაფუძნებული ტრენინგების შემუშავება და ჩატარება; გრძელვადიანი თანამშრომლობა და ერთობლივი აქტივობების დაგეგმვა. ჩვენი პროგრამა განსაკუთრებულ მადლობას უხდის ზემოთ ხსენებულ…

ვრცლად