მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს, შედგა შეხვედრა კოლეჯი ბარაკონის პარტნიორ ორგანიზაციასთან, ფარმაცევტული კომპანია “გეფას” წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განხილული იყო პროფესიულ სტუდენტთა წახალისების, დასაქმების და სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობის საკითხები.
მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს გამოქვეყნდება საბოლოო შედეგები. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირებული აპლიკანტები უნდა შევიდნენ https://vet.emis.ge -ზე და რეიტინგულ სიაში ნახონ თავიანთი ადგილი. თითოეულმა დარეგისტრირებულმა აპლიკანტმა, 29-31 ოქტომბრამდე პერიოდში, უნდა გააკეთოს საბოლოო არჩევანი და მონიშნოს მხოლოდ ის ერთი პროგრამა, სადაც სურს სწავლა. ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 551278803; 574 143536; 598535455
მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის თანამშრომელმა სოფო ჯაფარიძემ კოლეჯი ბარაკონის პროფესიულ სტუდენტებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. სოფო ჯაფარიძემ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.