2022 წლის მიღებისთვის, ინფორმაციის ტექნოლოგიის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტებთან გასაუბრების თარიღებად განსაზღვრულია 2022 წლის 7, 8, 9 და 10 სექტემბერი.

2022 წლის მიღებისთვის, ინფორმაციის ტექნოლოგიის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტებთან გასაუბრების თარიღებად განსაზღვრულია 2022 წლის 7, 8, 9 და 10 სექტემბერი.
მიმდინარე წლის 15 აგვისტოს, პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით, გაიმართა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის (აპლიკანტთა შერჩევის კოორდინატორებისთვის/ ადმინისტრატორებისთვის) ონლაინ შეხვედრა 2022-2023 სასწავლო წლის აპლიკანტთა შერჩევის ფარგლებში მოტივაციურ გასაუბრებასთან დაკავშირებით.
მიმდინარე წლის, 11 აგვისტოს პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა პოტენციური სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთა იდენტიფიცირებისა და მოზიდვის საკითხების შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ კოლეჯი ბარაკონის წარმომადგენლები.
მიმდინარე წლის 10 აგვისტოს, გაეროს განვითარების პროგრამასა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული სტანდარტული შეთანხმების წერილის საფუძველზე, მიმდინარე პროექტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვა და მასში ევროპული ხარისხის ინდიკატორების ინტეგრირება.
მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა ონლაინ შეხვედრა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა საჯარო სკოლებში პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში 2017-19 წლებში განხორციელებული საორიენტაციო კურსების აღდგენამდე, რომელიც 2022 წლის შემოდგომის სემესტრში იგეგმება, კომისიის მუშაობის ახალი წესისა და განაცხადის ახალი ფორმების გაცნობა.