Yearly Archives: 2020

სასწავლო პროცესი განახლდა

სასწავლო პროცესი განახლდა

დღეიდან, 06 ივლისიდან გრძელდება სწავლა ყველა პროგრამაზე ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით. მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო, მთავრობის დადგენილების საფუძველზე, 2020 წლის მარტიდან კოლეჯში სასწავლო პროცესი იყო შეწყვეტილი.

ვრცლად

სასწავლო პროცესის განახლების შესახებ

სასწავლო პროცესის განახლების შესახებ

მიმდინარე წლის 6 ივლისიდან კოლეჯში სასწავლო პროცესი განახლდება. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მიერ შემოწმების გავლის შემდეგ, კოლეჯმა მიმდინარე წლის 6 ივლისიდან სასწავლო პროცესის აღდგენის ნებართვა მიიღო.
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო, მთავრობის დადგენილების საფუძველზე, 2020 წლის მარტიდან კოლეჯში სასწავლო პროცესი იყო შეწყვეტილი.

ვრცლად

ინსტრუქტაჟი COVID-19-სგან დაცვის ღონისძიებების შესახებ

ინსტრუქტაჟი COVID-19-სგან დაცვის ღონისძიებების შესახებ

შპს ბარაკონმა შეიმუშავა ინფექციური დაავადებისთვის მზადყოფნისა და რეაგირების გეგმა, რომლის მთავარი მიზანია მსოფლიო პანდემიის პირობებში COVID-19-სგან დაცვის ღონისძიებების გაწერა და შემდგომ, მათი ეფექტური განხორციელება. აღნიშნული გეგმა სრულად ითვალისწინებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებულ რეკომენდაციებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისთვის.

ვრცლად

სასწავლო პროცესის შეჩერების ვადის გახანგრძლივების შესახებ

სასწავლო პროცესის შეჩერების ვადის გახანგრძლივების შესახებ

2020 წლის 11 მარტს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიად გამოცხადების, ქვეყანაში ადამიანთა დაინფიცირების მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით, ვირუსის მასობრივი გავრცელების მაქსიმალურად შეჩერებისა და მისი ეფექტიანი მართვის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის N2 ბრძანებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა გაგრძელდა 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით.

ვრცლად

სასწავლო პროცესის შეჩერების ვადის გახანგრძლივების შესახებ

სასწავლო პროცესის შეჩერების ვადის გახანგრძლივების შესახებ

“საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N181 დადგენილებით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში 21 აპრილამდე შეჩერდა სასწავლო პროცესი.

ვრცლად

სასწავლო პროცესის შეჩერების ვადის გახანგრძლივების შესახებ

სასწავლო პროცესის შეჩერების ვადის გახანგრძლივების შესახებ

 „ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 მარტის №434 განკარგულებაში ცვლილებები შევიდა 11 მარტის N501 განკარგულებით, რომლის მიხედვითაც სასწავლო პროცესის შეჩერების ვადა გახანგრძლივდა 2020 წლის 1 აპრილამდე.

ვრცლად

სასწავლო პროცესის შეჩერების შესახებ

სასწავლო პროცესის შეჩერების შესახებ

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ მთავრობამ 2 მარტს გამოსცა განკარგულება (№434) საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო თუ კერძო სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის შეწყვეტის შესახებ. პრემიერის ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, 4 მარტიდან 16 მარტამდე საქართველოს მასშტაბით ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.

ვრცლად

საკონსულტაციო შეხვედრა 

საკონსულტაციო შეხვედრა 

25 თებერვალს, გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა პროფესიული განათლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების საგრანტო პროექტის ფარგლებში. პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და კარგი მმართველობის ფონდის  (GGF) მხარდაჭერით. 

ვრცლად

ტრენინგი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვასთან დაკავშირებით

ტრენინგი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვასთან დაკავშირებით

14-15 თებერვლს განხორციელდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვასთან დაკავშირებით შეხვედრა. ავტორიზაციის დებულებაში ახლახანს განხორციელებული ცვლილებები შესაძლებლობას აძლევს კოლეჯებს მოახდინონ ზოგადი განათლების სწავლის შედეგების ინტეგრირება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში, რომელთა დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს სკოლაში დაბრუნების გარეშე შეეძლებათ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელება.

ვრცლად

შეხვედრა კოლეჯის დირექტორებთან

შეხვედრა კოლეჯის დირექტორებთან

6 თებერვალს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მახარაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების – კოლეჯების დირექტორებთან. შეხვედრის მიზანს პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში 2020 წელს დაგეგმილი ძირითადი სიახლეების გაცნობა წარმოადგენდა.

ვრცლად