Monthly Archives: February 2020

საკონსულტაციო შეხვედრა 

საკონსულტაციო შეხვედრა 

25 თებერვალს, გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა პროფესიული განათლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების საგრანტო პროექტის ფარგლებში. პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და კარგი მმართველობის ფონდის  (GGF) მხარდაჭერით. 

ვრცლად

ტრენინგი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვასთან დაკავშირებით

ტრენინგი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვასთან დაკავშირებით

14-15 თებერვლს განხორციელდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვასთან დაკავშირებით შეხვედრა. ავტორიზაციის დებულებაში ახლახანს განხორციელებული ცვლილებები შესაძლებლობას აძლევს კოლეჯებს მოახდინონ ზოგადი განათლების სწავლის შედეგების ინტეგრირება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში, რომელთა დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს სკოლაში დაბრუნების გარეშე შეეძლებათ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელება.

ვრცლად

შეხვედრა კოლეჯის დირექტორებთან

შეხვედრა კოლეჯის დირექტორებთან

6 თებერვალს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მახარაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების – კოლეჯების დირექტორებთან. შეხვედრის მიზანს პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში 2020 წელს დაგეგმილი ძირითადი სიახლეების გაცნობა წარმოადგენდა.

ვრცლად