Monthly Archives: December 2019

სტუდენტური საახალწლო ღონისძიება

სტუდენტური საახალწლო ღონისძიება

2019 წლის 24 დეკემბერს, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ხელმძღვანელობით სტუდენტური საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც ჩართული იყო როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში არსებული კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა პროფესიული სტუდენტების დაახლოება და სტუდენტური თვითშემოქმედების წახალისება.

ვრცლად

შემაჯამებელი კონფერენცია

შემაჯამებელი კონფერენცია

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ მიმდინარე წლის 24 დეკემბერს ჩაატარა 2019 წლის შემაჯამებელი კონფერენცია. აღნიშნული ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების, არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის.

ვრცლად

ექთნების დასაქმების პროგრამა გერმანიაში

ექთნების დასაქმების პროგრამა გერმანიაში

17 დეკემბერს, გერმანიაში დასაქმების შესახებ საექთნო საქმის საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულ სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა გერმანული კომპანიის წარმომადგენლებს პროფესიული სტუდენტებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია სწავლისა და მუშაობის შესახებ.

ვრცლად

სამუშაო შეხვედრა

სამუშაო შეხვედრა

16 დეკემბერს, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ინიციატივით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურსა და კერძო კოლეჯების წარმომადგენლებს შორის პროფესიული სტუდენტის შეფასების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ვრცლად

„პროფესიული განთლების მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის“ პროექტი

„პროფესიული განთლების მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის“ პროექტი

გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდის დაფინანსებით და მსოფლიო ბანკის მიერ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით მიმდინარეობს, პროექტი „მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება პროფესიულ განათლებაში“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეიქმნა „პროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის“ პროექტი.

ვრცლად

ტრენინგი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში

ტრენინგი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში

13 დეკემბერს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ჩატარდა ტრენინგი კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, 2019 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველადი და კვარტალური დაფინანსების შესახებ.

ვრცლად

შეხვედრა თემაზე “მოქალაქეობა”

შეხვედრა თემაზე “მოქალაქეობა”

11 დეკემბერს, შპს ბარაკონის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა თემაზე „მოქალაქეობა“, რომლის მიზანს წარმოადგენდა სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება ადამიანის უფლებებსა და მოქალაქის როლზე სახელმწიფოში. შეხვედრას უძღვებოდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი გახელაძე. 

ვრცლად

ტრენინგი თემაზე ინგლისური ენის მოდულების შეფასების ინსტრუმენტის შემუშავება

ტრენინგი თემაზე ინგლისური ენის მოდულების შეფასების ინსტრუმენტის შემუშავება

2019 წლის 6 დეკემბერს, კერძო კოლეჯების ასოციაციის ინიციატივით, წევრი კოლეჯებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე ინგლისური ენის მოდულების შეფასების ინსტრუმენტის შემუშავება და ვალიდაცია. ტრენინგს უძღვებოდა ასოციაციის გამგეობის წევრი და საზოგადოებრივ კოლეჯ „გეორგია“-ს დირექტორი გიორგი ბერაია. ტრენინგის მიზანი გახლდათ ზოგადი მოდულის „უცხოური ენა“ შეფასების ინსტრუმენტზე მუშაობა, რისთვისაც მონაწილეთა შორის მოწვეული იყვნენ უცხოური ენის განმახორციელებელი მასწავლებლები.

ვრცლად

შეხვედრა დამსაქმებელთან

შეხვედრა დამსაქმებელთან

პარასკევს, 6 დეკმებერს 15.00 საათზე ფარმაციის (სააფთიაქო) საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტები შეხვდნენ  სს „გეფა“-ს საკადრო რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს. შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. პროფესიულმა სტუდენტებმა მიიღეს მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია დასაქმებასთან დაკავშირებით. 

ვრცლად