Monthly Archives: November 2019

მოდულური და დუალური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები ჩატარდა

მოდულური და დუალური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები ჩატარდა

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მოდულური და დუალური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის ფარგლებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისათვის სამუშაო შეხვედრები გამართა. შეხვედრები თბილისში, 27-29 ნოემბერს საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეაში გაიმართა, რომელსაც კოლეჯის მხრიდან ესწრებოდა დირექტორის მოადგილე ნინო ბოკერია და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნინო ხაჩიძე. 

ვრცლად

სწავლის დაწყების შესახებ

სწავლის დაწყების შესახებ

2019 წლის შემოდგომის პროფესიული ტესტირების შედეგად ინფორმაციის ტექნოლოგიის, საექთნო საქმის და ფარმაციის (სააფთიაქო) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის სწავლა დაიწყება 2019 წლის 2 დეკემბერს.

ვრცლად

2019 წლის საშემოდგომო მიღებისთვის ორგანიზებული პროფესიული ტესტირების შედეგები!

2019 წლის საშემოდგომო მიღებისთვის ორგანიზებული პროფესიული ტესტირების შედეგები!

2019 წლის საშემოდგომო მიღებაზე ჩარიცხულმა აპლიკანტება, პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად 15 ნოემბრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით, კოლეჯში უნდა წარმოადგინონ სავალდებულო დოკუმენტები:

ვრცლად

საქართველოს კარიტასის საიუბილეო ღონისძიება

საქართველოს კარიტასის საიუბილეო ღონისძიება

4 ნოემბერს, საქველმოქმედო ფონდ „საქართველოს კარიტასი“-ს 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო დამსწრე საზოგადოებისთვის გაეცნოთ კარიტასის საქართველოში მუშაობის 25 წლის შედეგები და ორგანიზაციის საქველმოქმედო საქმიანობა. ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები და ორგანიზაციის უცხოელი და ადგილობრივი პარტნიორები. ღონისძიებას ესწრებოდა კოლეჯის დირექტორი – გიორგი ფოფხაძე.

ვრცლად

სერტიფიკატების გადაცემა

სერტიფიკატების გადაცემა

საქართველოს კარიტასის სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრის მიერ, 1 ნოემბერს სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა. სერტიფიკატები გადაეცათ პრაქტიკოსი ექთნის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის იმ პროფესიულ სტუდენტებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ავადმყოფის მოვლის სასწავლო კურსი. 

ვრცლად

2019 წლის კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ!

2019 წლის კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ!

4 ნოემბრიდან იწყება კომპიუტერული გრაფიკოსის, ოფისის მენეჯერის, ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის და ინფორმაციის ტექნოლოგიის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა დიპლომების გაცემა.
დიპლომების გასაცემად მობრძანდით ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 12 საათიდან 15 საათამდე.

ვრცლად