Monthly Archives: September 2019

შეხვედრა პროფესიულ პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტეგრირებასთან დაკავშირებით

შეხვედრა პროფესიულ პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტეგრირებასთან დაკავშირებით

26 სექტემბერს, კოლეჯში საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტეგრირების პროცესში მხარდაჭერის ვიზიტი გაიმართა. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრიდან  შეხვედრას ესწრებოდა პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი – კახაბერ ერაძე და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტები – ქეთევან ბოტკოველი, შორენა ჯაფარიძე და მანანა თურქაძე. 

ვრცლად

ტრენინგი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში

ტრენინგი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში

24 სექტემბერს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ტრენინგი ჩაუტარდათ ანკეტა-კითხვარის შევსების მიზნით.
ტრენინგს კოლეჯის მხრიდან ესწრებოდა დირექტორის მოადგილე ნინო ბოკერია და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნინო ხაჩიძე.

ვრცლად

შეხვედრა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან

შეხვედრა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან

17 სექტემბერს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც პროგრამების ბიუჯეტის შედგენას შეეხებოდა.

ვრცლად

შეხვედრა პროექტის „პროფესიული განათლების მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება“ წარმომადგენლებთან

შეხვედრა პროექტის „პროფესიული განათლების მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება“ წარმომადგენლებთან

7 სექტემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA-ში „კარგი მმართველობის ფონდის (GGF)“ ფინანსური მხარდაჭერითა და მსოფლიო ბანკის თანამონაწილეობით განხორციელებული პროექტის „პროფესიული განათლების მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. პროექტი მიზნად ისახავს პროფესიული განათლების
ახალი სისტემის განვითარებას, რომელიც მოიცავს პროფესიული განათლების მასწავლებელთა კორპუსის გაძლიერებას, სწავლა/სწავლების ხარისხის ამაღლებას და მასწავლებელთა დიფერენცირებული ანაზღაურების სქემის დანერგვას.

ვრცლად

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ სამუშაო შეხვედრა გამართა

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ სამუშაო შეხვედრა გამართა

2 სექტემბერს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ (Emis) გამართა სამუშაო შეხვედრა კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შემდეგ საკითხებზე: რეესტრის წარმოების საკითხები,  დაფინანსების ანკეტა-კითხვარების შევსება და აპლიკანტთა რეგისტრაცია. 

ვრცლად

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა

30 აგვისტოს, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის წევრი კოლეჯებისთვის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა, რომელიც ეხებოდა, როგორც საკვალიფიკაციო პროგრამების, ასევე მომზადება-გადამზადების პროგრამების დაფინანსების საკითხებს.

ვრცლად