Monthly Archives: August 2019

ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

29 აგვისტოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირებასთან დაკავშირებით საჯარო და კერძო კოლეჯების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების დეპატამენტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ვრცლად

პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მიმდინარე წლის 25 აგვისტოს, პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე – გიორგი ვაშაკიძესთან.

ვრცლად

შეხვედრა მომზადება–გადამზადებისა და დასაქმების საკითხებზე

შეხვედრა მომზადება–გადამზადებისა და დასაქმების საკითხებზე

მიმდინარე წლის 16 აგვისტოსს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე  „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში“ ჩართულ მხარეებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და  სპორტის  მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაკიძე, სახელმწიფო  და კერძო პროფესიული  საგანმანათლებლო  დაწესებულებების ხელმძღვანელები  და დამსაქმებლები.

ვრცლად

სერტიფიკატების გადაცემა

სერტიფიკატების გადაცემა

2019 წლის 28 იანვარს საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე შემუშავებული პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეებს სერტიფიკატები გადაეცათ. მომზადება-გადამზადების პროგრამა წარმატებით დაასრულა პროგრამის 42-მა მოსარგებლემ.

ვრცლად

ხარისხის უზრუნველყოფის შიდა სისტემის განვითარების მიზნით კერძო კოლეჯებისთვის ტრენინგი ჩატარდა

ხარისხის უზრუნველყოფის შიდა სისტემის განვითარების მიზნით კერძო კოლეჯებისთვის ტრენინგი ჩატარდა

მიმდინარე წლის 5-7აგვისტოს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ კერძო კოლეჯების ხარისხის შიდა უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შეფასების და შემდგომი განვითარების საკითხებში ტრენინგი ჩაუტარდათ.

ვრცლად