ამობეჭდვა
2019 წლის საშემოდგომო მიღებაზე ჩარიცხულმა აპლიკანტება, პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად 15 ნოემბრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით, კოლეჯში უნდა წარმოადგინონ სავალდებულო დოკუმენტები:
 პირადი (არასრულწლოვანის პირის შემთხვევაში – კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება (შეივსება საბუთების ჩაბარების დროს);

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში – განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი და დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს განმცხადებლის სათანადო უფლებამოსილებას (დაბადების მოწმობა და ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი);

უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

ორი ფოტოსურათი, ზომით 3X4;

საბაზო/საშუალო საფეხურის ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის ასლი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი  განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის გარეშე;

შესაბამისი განათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრიდან გაცემული დოკუმენტი –  უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება.

იხილეთ ჩარიცხულ აპლიკანტთა სია

📍კოლეჯის მისამართი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ( ყოფილი ჯიქია) N4, სართული 6.
სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ