16.03.16 ვიზიტი ეროვნულ არქივში

ამობეჭდვა

ოფისის მენეჯერის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები, პროგრამის სასწავლო პრაქტიკის ფარგლებში, ეროვნულ არქივს სტუმრობდნენ. ვიზიტის დროს სტუდენტები შეხვდნენ კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორს ბატონ გიორგი კაკაბაძეს, ესფ ფორმირებისა და საქმისწარმოების განყოფილების უფროსს ქალბატონ დალი ეჯიბიძეს, ისტორიული არქივის ხელმძღვანელს ქალბატონ მანანა ჭუმბურიძეს და არქივის სხვა თანამშრომლებს. გაეცნენ ეროვნული არქივის სტრუქტურას, მუშაობის წესებს. მიიღეს მათთვის საინტერესო ინფორმაცია.