10.12.15 საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტი „სტუდენტები თვითმმართველობისთვის“

ამობეჭდვა

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის
ორგანიზებით განხორციელდა საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტი „სტუდენტები თვითმმართველობისთვის“.
პროექტის ფარგლებში, საბურთალოს რაიონში მდებარე უმაღლეს სასწავლებელთა სტუდენტებმა
ბაკურიანში სასტუმრო „თრიალეთი პალასში“ 2-დან 6 დეკემბრის ჩათვლით სპეციალური კურსი
გაიარეს.

საგანმანათლებლო-შემეცნებით პროექტში უმაღლეს სასწავლებლების
სტუდენტებთან ერთად კოლეჯ ბარაკონის ორი სტუდენტი, ნატალია კარიჭაშვილი და სოფიკო კევლიშვილი,
მონაწილეობდა.

კურსის დასკვნით ეტაპზე მონაწილეებმა გუნდური პროექტები
წარადგინეს. საუკეთესო პროექტის ავტორები გახდნენ ჩვენი კოლეჯის სტუდენტები სხვა ოთხ
მონაწილესთან ერთად. გამარჯვებულებს გადაეცათ 700 ლარიანი ვაუჩერი.

პროექტის დასასრულს მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ.

დიდი მადლობა საბურთალოს რაიონის გამგეობას საინტერესო
და შემეცნებითი პროექტის განხორციელებისთვის.