ამობეჭდვა
შაბათს, 07 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში პროექტის – ,, მე აქტიური მოქალაქე ” შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ პანკისის ხეობის ხუთი სოფლის – ომალოს , დამასტურის , დუისის , წინუბანის , ჯოყოლოსა და ბირკიანის , მოსწავლე – ახალგაზრდები. პროექტი მიზნად ისახავდა პანკისის ხეობაში მცხობრები ახალგაზრდებისთვის განათლების გაუმჯობესების ხელშეწყობას , სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას. პროექტის მიზნებიდან გამომდინარე ჩატარდა შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან . ღონისძიებას ბარაკონის ადმინისტრაციის თანამშრომლები და პროფესიული სტუდენტები ესწრებოდნენ . მათ პანკისელ ახალგარზრდებთან პროფესიული განათლების ადგილისა და როლის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ . კოლეჯის მიერ წარმოდგენილმა საინფორმაციო სტენდმა დიდი ინტერესი გამოიწვია.