09.07.12 დაიწყო საბუთების მიღება განახლებულ პროფესიულ პროგრამებზე!

ამობეჭდვა

პროფესიული საგანმანათლებლო
პროგრამების სტანდარტებში განხორციელდა ცვლილებები.
შესაბამისად განახლდა პროფესიული პროგრამები.

აქედან გამომდინარე კოლეჯი აცხადებს სწავლის მსურველთა რეგისტრაციასა და საბუთების მიღებას შემდეგ განახლებულ პროფესიულ საგანმანათლებლო
პროგრამებზე:


ექთნის თანაშემწის მესამე საფეხური


მასაჟისტის
მესამე საფეხური


კბილის ტექნიკოსის მესამე საფეხური


ინფორმაციული ტექნოლოგის მესამე საფეხური


ბუღალტრის მესამე საფეხური


ინტერნეტტექნოლოგის (ვებსპეციალისტის) მეორე საფეხური


კომპიუტერული გრაფიკოსის მეორე საფეხური

მსურველთა რეგისტრაცია და საბუთების მიღება დაიწყება 2012 წლის
15 ივლისიდან და გაგრძელდება 2012წლის 21 სექტემბრამდე.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მსურველთა ჩარიცხვა ხდება 

გასაუბრებით.

მსურველთა ჩარიცხვა წარმოებს შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე:

1.პირადი განცხადება

2.პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

3.საბაზო საფეხურის ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის ასლი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის გარეშე

4.ორი ფოტოსურათი, ზომით 3

X

4