ამობეჭდვა
კოლეჯის დირექტორის N35 ბრძანებით (16.07.2018) ცხადდება სწავლის მსურველთა საბუთების მიღება შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • პრაქტიკოსი ექთანი – ადგილების რაოდენობა 22;
  • ექთნის თანაშემწე – ადგილების რაოდენობა 12;
  • ფარმაცევტის თანაშემწე – ადგილების რაოდენობა 20;
  • ოფისის მენეჯერი(მდივან-რეფერენტი)- ადგილების რაოდენობა 19;
  • ინფორმაციის ტექნოლოგია – ადგილების რაოდენობა 36;
  • კომპიუტერული გრაფიკოსი – ადგილების რაოდენობა 12;
  • ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი – ადგილების რაოდენობა 20.

საბუთების მიღების ვადად განსაზღვრულია 2018 წლის 23 ივლისიდან  2018 წლის 01 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი.

ჩარიცხვა ხორციელდება ,,მსურველთა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის პროცედურის“ შესაბამისად.

სწავლა აღნიშნულ პროგრამებზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის დაიწყება 2018 წლის 01 ოქტომბერს.